ინტერვიუ France Inter-თან

ინტერვიუ France Inter-თან 

მოგესალმებით, თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი, გმადლობთ, რომ დასთანხმით ჩვენს მოწვევას 13/14-ზე. ჩვენ თქვენი მოსმენა გვსურს მრავალდღიანი მანიფესტაციებისა და კონტრმანიფესტაციების შემდეგ. თქვენ ემხრობით ამ მოძრაობას, ევროკავშირთან დაახლოვებას? თქვენ სადამდე დაუჭერთ მხარს ამ მანიფესტანტებს?

ბოლომდე, რადგას დღეს საქართველოს ევროპული მომავალი და  უფრო მეტიც, მისი დამოუკიდებლობა წყდება, რადგან ალტერნატივა, რუსეთთან ერთი ერთზე დარჩენა დამოუკიდებლობისა და ავტონომიის დაკარგვას ნიშნავს. სწორედ ამიტომ მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი ათწლეულების მანძილზე მხარს უჭერს ევროპულ მომავალსა და ევროპულ ინტეგრაციას, ამიტომ გამოდის ყველა ქუჩაში და ამჯერად, ბოლო 15 დღეა სრულიად ქართველი ახალგაზრდობა, ამიტომ უჭერს მხარს კულტურული სამყარო. არ არიან კონტრმანიფესტანტები, არის კონტრმანიფესტაცია, ორგანიზებული პუტინისტური ხელწერით, როდესაც საჯარო მოხელეები მოჰყავთ ავტობუსებით, რომლებმაც იციან, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაკარგავენ სამსახურს. ეს ერთხელ მოხდა. სხვა დღეებში მოსახლეობა საკუთარი ნებით გამოდის მანიფესტაციაზე და არას  ეუბნება რუსეთს.

თქვენის აზრით, როგორ ჩამოყალიბდა ეს ტექსტი? მას მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობის პარტია. ის რუსული ინსპირაციისაა? ფიქრობთ რომ ის როგორც უკვე ახსენეთ, ვლადიმერ პუტინის მიერ არის ნაკარნახევი?

ნაკარნახევია თუ არა, ის რუსული კანონის ასლია, რომელიც რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების  ავტონომიის შეზღუდვის საფუძველი გახდა. მსგავსი კანონის საშუალებით, რუსეთმა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის დამორჩილება და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა შეძლო. სწორედ  ეს არის ამ კანონის მიზანი. ამ კანონის მიღმა, რომელიც გარკვეულწილად,  ხელისუფლების მიერ აღბული გეზის სიმბოლო გახდა, არის სხვა კანონებიც, რომლებიც იგივე მიმართულებისაა და რადიკალურად უპირისპირდება წლის ბოლოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად არსებულ ევროკავშირის მოთხოვნებს. ეს აშფოთებს მოსახლეობას. არის ფოკალიზება კანონზე, რომელიც სიმბოლოა, რუსული კანონია, მაგრამ სინამდვილეში ადგილი აქვს ძალიან დიდ შეშფოთებას ,,ქართული ოცნების“ და მისი მმართველის, ივანიშვილის მიერ აღებული გეზის გამო. ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან ორი დღის წინ, სწორედ ამ პუტინისტური მანიფესტაციის დროს გააკეთა ანტიდასავლური და ანტიევროპული განცხადებაა, ის განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან პრაქტიკულად, ამ მიმართულების პროგრამა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ქალბატონო სალომე, თქვენ საქართველოს პრეზიდენტი ხართ. ეს გვახსენებს კიევში, რამდენიმე წლის წინ მომხდარ მაიდანის მოვლენებს, რაც იყო პროევროპელი მანიფესტანტების და ხელისუფლებაში მყოფი ძალაუფლების დაპირისპირება. როგორ ფიქრობთ, რა დასასრული შეიძლება ჰქონდეს ამ მოვლენებს?

კარგი. რადგან ისეთი ერთობაა მოსახლეობაში, ახალგაზრდებში, ქართველ ემიგრანტებში, რომლებიც ძალიან მრავალრიცხვოვანნი არიან საფრანგეთშიც და სხვა ევროპულ ქვეყნებშიც. ის, რაც ახალ საქართველოს წარმოადგენს მტკიცედაა მიმართული არ ჩამოშორდეს ევროპულ გზას. ახალგაზრდები ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდიან სასწავლებლად. ეს არჩევანი საქართველომ დიდი ხნის წინ გააკეთა. საქართველო არასოდეს ყოფილა და არც იქნება პრორუსული.

გმადლობთ ქალბატონო სალომე, რომ იყავით 13/14-ის განსაკუთრებული სტუმარი ,,ფრანს ინტერზე“. 

სხვა სიახლეები