ინტერვიუ Sky News-თან

ინტერვიუ Sky News-თან

ჩვენი სტუმარია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. დღეს საქართველოდან მომიტინგეების, განსაკუთრებით, ზოგიერთი ოპოზიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობის გამოყენების ამსახველი სურათები ვნახეთ, ეს საშინელებაა

დიახ, ასეა ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლისა და ახალგაზრდობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ის არაა, რაც საქართველოს მოსახლეობას შეაკავებს. ეს ხანგრძლივი ბრძოლა, რომელიც საქართველომ რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ არაერთხელ მოიგო. ამ კანონპროექტის ინიცირებაში მნიშვნელოვანი ისაა, რომ ის წმინდად რუსული კანონითაა ინსპირირებული. მთელი ეს პროტესტი სწორედ ამან გამოიწვია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის იმ ოპოზიციური პარტიების მიერ კი არაა მართული, რომლებმაც თავიანთი გავლენის დიდი ნაწილი დაკარგეს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მიერ, მოსახლეობის ახალგაზრდა ნაწილის მიერ, რომელსაც არ სურს ისევ რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცეს. დეკემბერში საქართველოსთვის მინიჭებული კანდიდატის სტატუსითა და დაპირებით, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დაიწყება, სავარაუდოდ, ისინი ხედავენ, რომ ეს არის რეალობა, რომელიც მათ ხელშია და არ აპირებენ ვინმეს იმის შესაძლებლობა მისცენ, რომ ეს პერსპექტივა, ეს რეალობა წაართვას მათ.

და მაინც, თქვენი მცდელობის მიუხედავად ამ კანონპროექტ სავარაუდოდ მიიღებენ. თქვენ ამბობთ, რომ ვეტოს დაადებთ.

დიახ, ვეტო დღეს უფრო სიმბოლოა, რადგან მე ვეტო დავადე ყველა კანონს (ეს არ იქნება ერთადერთი), რომელიც მმართველმა პარტიამ, ამ მთავრობამ მიიღო და რომელიც იმ რეკომენდაციების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა შემდეგ ეტაპისთვის, რაც მოლაპარაკებების გახსნაა. ასე რომ, მხოლოდ ეს კანონი არაა. ეს კანონი სიმბოლოა. რაც ჩვენ წინ ეს არის გადაწყვეტილება, ეგზისტენციალური არჩევანია - ევროპა თუ რუსეთი, ამ არჩევანის გაკეთება საქართველოს არჩევნების დროს მოუწევს. რაც მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან მიუღებელია აა, რაც ორი დღის წინ ქართული ოცნების, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ივანიშვილმა თქვა, რომ დასავლეთი, ევროკავშირი, ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მტრები, ჩვენი აგენტები საქართველოში რევოლუციის მოწყობას ცდილობენ.

ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ ამბობთ, რომ ქართველ ხალხს ეს არჩევანი აქვს, როცა არჩევნები ჩატარდება, მაგრამ გვითხარით ამ კანონპროექტის გავლენის შესახებ. როგორი გავლენა ექნება მას საქართველოზე მთლიანობაში?

ეს საქართველოზე მთლიანობაში გავლენას არ მოახდენს, რადგან, ისევ და ისევ საკითხი, რომელიც სასწორზე, ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ეს კანონპროექტი, რომელიც ალბათ, ერთ თვეში ან თვენახევარში მიიღება და ვეტოს დადებით ისევ დაყოვნება. მთავარია, რა იქნება არჩევნებზე, რომელიც მომავა ოქტომბერსაა და მთელი რიგი კანონპროექტებიმიღებული, რომლებიც ამ კანონზე ნაკლებად თვალსაჩინოა, რომელზეც მოსახლეობის ინტერესი გაამახვილებული, რაც აჩვენებს, რომ მმართველი პარტია ცდილობ საქართველო რუსეთისკენ უბიძგოს.

სამწუხაროდ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ დრო ამოგვეწურა, მაგრამ თქვენ ცხადად აჩვენეთ, რომ საქართველოსთვის არჩევანი ევროპას - დასავლეთსა და რუსეთს შორის მომავალ არჩევნებზე ნათელია. დიდი მადლობა, რომ დავითმეთ თქვენი დრო.

სხვა სიახლეები