საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ჩასატარებლად 9 კაციანი კომისია შეიქმნა

კომისიამ დღეს ორბელიანების სასახლეში პირველი სხდომა გამართა, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა და საკონკურსო პირობები დაადგინა.

კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მწერლები, პოეტები და კრიტიკოსები, ლიტერატურათმცოდნე ზაზა აბზიანიძე უხელმძღვანელებს.

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში: პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა, უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. პრემია გაიცემა 2 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ერთისა, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

პრემიის მისანიჭებლად საკონკურსოდ დაიშვება საკონკურსო წლამდე 5 წლის განმავლობაში ქართულ ენაზე გამოქვეყნებული ორიგინალური ნაწარმოები.

პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადებისა და ნაწარმოებების მიღება მოხდება 2024 წლის 24 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი - 0108. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ცხელი ხაზი): + 995 32 2288888.  

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის შემადგენლობა

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კონკურსის ძირითადი პირობები 

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ევროპის დღე თავისუფლების ტირანიაზე, დემოკრატიის ტოტალიტარიზმზე, მშვიდობის ომისგამჩაღებლებზე, თავისუფალი აზრის ძალისმიერ იდეოლოგიაზე გამარჯვების, სათნოების მანკიერებაზე და კეთილის ბოროტზე გამარჯვების გამარჯვების დღეა