პრეზიდენტმა ფოტოხელოვანი ნაზი გაბაიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 33 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში შეტანილი პირადი წვლილსათვის მოყვარული ფოტოხელოვანი ნაზი გაბაიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. 

ორბელიანების სასახლეში მოეწყო დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარების პერიოდში ნაზი გაბაიძის მიერ გადაღებული ფოტოებისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილის იყო ბიბლიოთეკაში დაცული ექსპონატები: საქართველოს დამოუკიდებელი აქტის სამუშაო ვერსიები, აკაკი ჩხენკელის დეპეშა გიორგი კვინიტაძისადმი, ნიკო ნიკოლაძის მემუარის (1918 წ.) ეკონომიკური ნაწილი (საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა სახელმწიფოებსა და ერებს).

დღესვე სასახლეში სტუდენტებისათვის საბჭოთა კავშირის ისტორიის მკვლევარის რუსუდან კობახიძის, ისტორიკოს გიორგი არქანიასა და მიხეილ ბახტაძის ლექცია ჩატარდა, რომელზეც ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში 31 მარტის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს 26 მაისს, 31 მარტსა და 9 აპრილს შორის კავშირზე.


სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა არ დაბრუნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც იქნება ცენზურა, სადაც შეზღუდული იქნება ჩვენი არჩევანი, სადაც შეზღუდული იქნება გამოხატვის თავისუფლება და სადაც შეზღუდული იქნება ის უფლებები, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას ქმნის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი: მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ხელი შეუწყოს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება