პრეზიდენტმა საუკეთესო სტუდენტური თარგმანისათვის ,,ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საუკეთესო სტუდენტური თარგმანისათვის ,,ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ნომინაციაში - მხატვრული პროზა გიორგი ჯამბურია, ნომინაციაში - პოეზია გიორგი კახიშვილი, ნომინაციაში- სამეცნიერო ლიტერატურა და ესეისტიკა ნიკოლოზ სარაჯიშვილი და ნომინაციაში პრეზიდენტის რჩეული - მათე სარალიშვილი, რუდოლფ ოტო „წმიდა“- თარგმანი გერმანულიდან.

საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა ახალგაზრდებს, მთარგმნელობითი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატება უსურვა:

 ,,დღევნდელი დღე ეძღვნება თარგმანებს და თარჯიმნებს. ბედნიერი ვარ, რომ ეს საუკეთესო სტუდენტური თარგმანისათვის ,,ელისაბედ ორბელინის სახელობის კონკურსის“ მეორე გამოშვებაა. იმედი მაქვს, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება ამ კონკურსითა და ამ საქმიანობით, რადგან ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია.

ჩვენ, როგორც მცირერიცხოვანი ქვეყანას და როგორც ქვეყანას, რომელსაც მსოფლიოშ არსებული 14 ანბანიდან ერთ-ერთი უძველესი, ყველა მხრივ გამორჩეული ანბანი აქვს, თუ გვინდა საზღვარგარეთ გავიტანოთ ჩვენი კულტურა და ლიტერატურა, საჭიროა გვყავდეს ძალიან ბევრი და ძალიან მაღალი ხარისხის თარჯიმნები. ისნი ჩვენი შუამავლები არიან გარე სამყაროსთან. სხვანაირად, ჩვენ ჩვენ თავში ვიქნებით ჩაკეტილი.

მსოფლიოში დღეს ყველა შესაძლებლობა გვაქვს იმისათვის, რომ ჩვენი ძალიან ძვირფასი ლიტერატურული შემოქმედება გავიტანოთ გარეთ, თუკი გვექნება თარჯიმნების ინსტრუმენტი და სწორად მომზადებული თარგმანი, რაც ძალიან მძიმე საქმეა.

ყველა, ვინც თარგმანითაა დაკავებული, დამეთანხმება, რომ სხვაგვარი სიამოვნება, როცა შეძელი და სხვა ენაში გადმოეცი სათქმელი, ან პირიქით - შენი საზოგადოებისთვის გადმოიტანე სხვა ქვეყნის ლიტერატურის ღირსშესანიშნავი ნიმუშები. ეს დიდი, ეროვნული საქმეა და ამისთვის მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ.

აქ არიან ახალგაზრდა თარჯიმნები, რომლებიც წელს ,,ელისაბედ ორბელიანის“ სახელობის  კონკურში მონაწილეობდნენ, აქ არიან დამსახურებული თარჯიმნები, რათა ვიცოდეთ, დავინახოთ და დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც ასეთ საქმეს წარმატებით აკეთებენ“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და ჯილდობი ახალგაზრდებს პრეზიდენტმა პირადად გადასცა.

კონკურსი 2021 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაარსდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი ლექტორი ქალის, ქველმოქმედის, პოეტისა და მთარგმნელის, ორბელიანების სასახლის დიასახლისის, ელისაბედ ორბელიანის სახელს ატარებს.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ჩვენთვის სპორტი ეგზისტენციალური გახდა: ერთობის ერთ-ერთი სახეობა, ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთობლივი სიხარულის, რაც ძალიან გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ როცა დაგვიბრუნდებით, ესეც დიდი, ერთობლივი სიხარულის მომენტი იქნება

შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს

გიორგი მსხილაძე - პენსიის კანონში ცვლილებები აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, რაც შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს