ქალთა საერთაშორისო დღე ორბელიანების სასახლეში - ფოტოხელოვან ნათელა გრიგალაშვილის გამოფენა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლეში ფოტოხელოვან ნათელა გრიგალაშვილის გამოფენა სერიიდან ,,მაღალმთიანი აჭარის ცხოვრება“ გაიმართა, რომლის ერთ-ერთი ფოტოც LE PRIX ANDRÉE MOSER 2024-ის ჯილდოს მფლობელი გახდა.

როგორც გამოფენაზე პრეზიდენტის მრჩეველმა ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში ირინა შენგელიამ განაცხადა, როდესაც ნათელა გრიგალაშვილმა ფოტოების გადაღება დაიწყო, ფოტოგრაფობა ჯერ კიდევ ქალის პროფესიად არ ითვლებოდა. მან ერთ-ერთმა დაანგრია სტერეოტიპი და გახდა ფოტოხელოვანი.

,,ჩემთვის დიდი პატივია ამ სასახლეში გამოფენის გაკეთება, რათა განახოთ იმ ქალბატონების ცხოვრება, რომელთაც ამ ფოტოებზე ხედავთ. ჩემი ეს სერია გახლავთ მაღალმთიანი აჭარის ცხოვრება და სწორედ ასეთი ძლიერი ქალები იბრძვიან ყოველდღიურობისთვის და თან ძალიან მხიარულებიც არიან, ძალიან ძლიერებიც არიან და შეუძლიათ თავის დამკვიდრება“, - განაცხადა ნათელა გრიგალაშვილმა გამოფენაზე, რომელიც პრეზიდენტმა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ მიღებაზე მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა არ დაბრუნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც იქნება ცენზურა, სადაც შეზღუდული იქნება ჩვენი არჩევანი, სადაც შეზღუდული იქნება გამოხატვის თავისუფლება და სადაც შეზღუდული იქნება ის უფლებები, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას ქმნის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი: მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ხელი შეუწყოს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება