პრეზიდენტი რუსული კანონის წინააღმდეგ 7-8 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა რუსული კანონის წინააღმდეგ 7-8 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.

პრეზიდენტმა ერთი წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა, მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს იმ სამოქალაქო  აქტიურობისათვის, რომელმაც თავისი სიტყვა უკვე თქვა და საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისევე როგორც გასული წელი, როცა  ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, მიმდინარე წელიც უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის განცხადებით, ბევრად მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდების ჩართულობა, არჩევნებზე მისვლა და არჩევნებში მონაწილეობისათვის მობილიზება, რადგან როგორც წესი, ყველგან და ამაში გამონაკლისი არც საქართველოა, არჩევნებში ზოგადად, ახალგარდების დაბალი აქტივობა ფიქსირდება.

,,თქვენი პასუხისმგებლობაა ეს გზავნილი მიიტანოთ სხვა ახალგაზრდებამდე და იმ ადამიანებამდე, ვინც დღეს საზღვაგარეთ სწავლობს და მუშაობს, რომ ამ საარჩევნო პროცესში  მათი ხმა, თქვენს ხმასთან ერთად,  ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხა.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა არ დაბრუნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც იქნება ცენზურა, სადაც შეზღუდული იქნება ჩვენი არჩევანი, სადაც შეზღუდული იქნება გამოხატვის თავისუფლება და სადაც შეზღუდული იქნება ის უფლებები, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას ქმნის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი: მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ხელი შეუწყოს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება