ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართება

ხვალ, ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, რამდენიმე ღონისძიება გაიმართება, რომლებდაც  ერთი საერთო ხაზი - თავისუფლებისათვის ბრძოლა და ქვეყნის სიყვარული აერთიანებს.

ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან,  ლიტერატურული ნაწილით გაიხსნება და მთლიანად დაეთმობა ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს.

ეკა ტოგონიძე, ნინია სადღობელაშვილი, კატო ჯავახიშვილი და ზვიად კვარაცხელია თავიანთ ნაწარმოებებს წარადგენენ  და  ისაუბრებენ როგორ გაიაზრა ქართულმა ლიტერატურამ საბჭოთა ოკუპაცია. 

ორბელიანების სასახლეში გაიმართება კინოდოკუმენტალისტ გია ჭუბაბრიას ფილმის ,,გაფითრებული თებერვლის ლანდი“ ჩვენება, ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი,  ,,მოძრაობის თეატრი“ საგანგებოდ ამ დღისთვის ოკუპაციის თემაზე შექმნილ პერფორმანსს წარადგენს.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა არ დაბრუნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც იქნება ცენზურა, სადაც შეზღუდული იქნება ჩვენი არჩევანი, სადაც შეზღუდული იქნება გამოხატვის თავისუფლება და სადაც შეზღუდული იქნება ის უფლებები, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას ქმნის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი: მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ხელი შეუწყოს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება