ორბელიანების სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშის აღმართვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის ეზოში დროშის აღმართვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა და დღე პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში სტუდენტებთან ერთად აღნიშნა. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა შეასრულა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, სუხიშვილების ანსამბლმა კი სახელმწიფო დროშით ქართული ხალხური ცეკვის, ,,ხორუმი“ ფრაგმენტი -  მხატვრული პერფორმანსი შეასრულა.

სტუდენტებმა ორბელიანების ქუჩაზე საქართველოს გიგანტური დროშა გაშალეს. ორბელიანების სასახლეში გამოიფინა საქართველოს სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც ორბელიანების სასახლეში ინახება. 

პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში დავით თევზაძემ სტუდენტებს დროშის შესახებ ლექცია ჩაუტარა.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ჩვენთვის სპორტი ეგზისტენციალური გახდა: ერთობის ერთ-ერთი სახეობა, ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთობლივი სიხარულის, რაც ძალიან გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ როცა დაგვიბრუნდებით, ესეც დიდი, ერთობლივი სიხარულის მომენტი იქნება

შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს

გიორგი მსხილაძე - პენსიის კანონში ცვლილებები აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, რაც შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს