დასრულდა ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსი საუკეთესო სტუდენტური თარგმანისათვის

დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსი საუკეთესო სტუდენტური თარგმანისათვის, გამოვლინდნენ ნომინანტები, რომელთა დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში 2024 წელს გაიმართება.

კონკურსი 2021 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაარსდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი ლექტორი ქალის, ქველმოქმედის, პოეტისა და მთარგმნელის, ორბელიანების სასახლის დიასახლისის, ელისაბედ ორბელიანის სახელს ატარებს.  

ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

  • პროზის საუკეთესო თარგმანი, 
  • პოეზიის საუკეთესო თარგმანი, 
  • სამეცნიერო ნაშრომის საუკეთესო თარგმანი,
  • ესეს და დოკუმენტური პროზის საუკეთესო თარგმანი,

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ჩვენთვის სპორტი ეგზისტენციალური გახდა: ერთობის ერთ-ერთი სახეობა, ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთობლივი სიხარულის, რაც ძალიან გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ როცა დაგვიბრუნდებით, ესეც დიდი, ერთობლივი სიხარულის მომენტი იქნება

შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს

გიორგი მსხილაძე - პენსიის კანონში ცვლილებები აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, რაც შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს