ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას!“ წნორის ადგილობრივი მოსახლეობა და ,,ცოდნის კაფე“ შეუერთდნენ

გრძელდება ხელმოწერების კამპანია ,,ჩვენი ხმა ევროპას!“

კამპანიას შეუერთდნენ ქალაქ წნორის ადგილობრივი მოსახლეობა,  ,,ცოდნის კაფე“ და მის პროექტებში ჩართული ბენეფიციარები.

მათ ხელი მოაწერეს ევროკავშირის ლიდერებისადმი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ მიმართვას, რომელიც საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა არ დაბრუნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც იქნება ცენზურა, სადაც შეზღუდული იქნება ჩვენი არჩევანი, სადაც შეზღუდული იქნება გამოხატვის თავისუფლება და სადაც შეზღუდული იქნება ის უფლებები, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას ქმნის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი: მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ხელი შეუწყოს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება