გამოცხადდა კონკურსი ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად

საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება და დაამტკიცა საქართველოს ეროვნული პრემიის კომისია 9 კაციანი შემადგენლობით.

კომისიამ დღეს, 3 ნოემბერს, ორბელიანების სასახლეში პირველი სხდომა გამართა, პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად საკონკურსო პირობები დაადგინა და კონკურსი გამოაცხადა.

კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი უხელმძღვანელებს

საქართველოს ეროვნული პრემია ენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა, ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. პრემია გაიცემა ყოველწლიურად, არა უმეტეს ორისა, თითოეული - ათი ათასი ლარის ოდენობით.

პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაშრომები მიიღება  2023  წლის სამი ნოემბრიდან პირველი დეკემბრის  ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი - 0114, ასევე ელექტრონულად, მისამართზე: info@president.gov.ge.

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ცხელი ხაზი): + 995 32 2288888

საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობა

ეროვნული პრემიის კომიისიის კონკურსის ძირითადი პირობები

 

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ჩვენთვის სპორტი ეგზისტენციალური გახდა: ერთობის ერთ-ერთი სახეობა, ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთობლივი სიხარულის, რაც ძალიან გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ როცა დაგვიბრუნდებით, ესეც დიდი, ერთობლივი სიხარულის მომენტი იქნება

შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს

გიორგი მსხილაძე - პენსიის კანონში ცვლილებები აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, რაც შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს