პრეზიდენტი - საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება, ევროპის სიძლიერისა და ერთობის კიდევ ერთი დადასტურება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

ბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, უკვე მესამედ ვარ ლიეტუვაში, ეს ჩემი მეორე ოფიციალური ვიზიტია ვილნიუსში, რაც საქართველო-ლიეტუვას მეგობრობისა და პარტნიორობის განსაკუთრებულობაზე მიუთითებს.

ჩვენი ქვეყნების ისტორია გუშინ არ დაწყებულა. ჩვენ არაერთი ბრძოლა გამოვიარეთ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპულ მომავლისთვის. რამდენიმე დღეში საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს გავიხსენებთ, მაგრამ ჩვენ ასევე, არ გვავიწყდება 1989 წლის 23 აგვისტო, ბალტიის გზა - „Baltic Way”, რომელიც ჩვენი 9 აპრილის მსგავსად ასევეასახავდა დამოუკიდებლობის მოპოვებისადმი ჩვენი ხალხის მიდრეკილებას და მისწრაფებას... და მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მოვიპოვეთ თავისუფლება და მოვიპოვეთ იმის საშუალება, რომ გვევლო ამ ევროპულ გზაზე, იმ გზაზე, სადაც, თქვენმა ქვეყანამ, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენზე ადრე მიაღწია შედეგს და მიზანს.

თქვენი ქვეყანა მუდმივად და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობს, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასამისთვის მე მინდა, საქართველოს მოსახლეობის და მთლიანად საქართველოს სახელით გამოვხატო ძალიან დიდი მადლიერება.

სწორედ ეს გვაძლევს საფუძველს, რომ გულწრფელად, პარტნიორულად და მომავალი მხარდაჭერის იმედით ვისაუბროთ ერთად და ყველა საკითხზე ვნახოთ, როგორ შეიძლება იყოს ერთობლივი გზა, რამეთუ მეგობრების გარეშეევროპ მეგობრების გარეშე და იმ ქვეყნების გარეშე, რომლებსაც გავლილი აქვთ ეს რთული გზა, საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს მომავალი.

დამეთანხმებით ასევე, რომ დღეს ურთულესი გამოვევის წინაშე დგას არამხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო და მთლიანად ევროპა. უკვე 1 წელზე მეტია, რაც რუსეთის უსასტიკესი აგრესია დაიწყო და მიმდინარეობს ომი უკრაინაში, რამაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის და მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა. ბუჩა, მარიუპოლი, ირპნი, ბახმუტი, ხერსონი - ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია ამ აგრესიის სისასტიკესი და ამავე დროს, უკრაინელ ხალხის შეუპოვარ გამძლეობის.

მინდა, რომ დღეს, აქედანაც გამოვხატო ჩვენ მეგობარ უკრაინისადმი საქართველოს და ჩვენი ხალხის სრული სოლიდარობა. სოლიდარობა მეგობარ უკრაინისადმი, რომელმაც ჩვენსავით გაიარა ის ძალიან რთული და მძიმე გზა, რაც ჩვენ გვაერთიანებს.

ამ ომმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო რუსულმა აგრესიამ და იმპერიალისტური ამბიციების ჩვენებამ ჩვენთან 1992-93 წლებში, 2014 წელს ყირიმში, 2008 წელს, კიდევ ერთხელ, საქართველოში - ამ ომმა მთელ ევროპ და მსოფლიოს დაანახა რუსეთის ნამდვილი სახეეს უკრაინელი ხალხის ბრძოლის პირველი და უდიდესი მიღწევაა.  ისტორიას უკან ვერ დავაბრუნებთ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოში, ან 2014 წლის ყირიმის აგრესიისას საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დღევანდელის მსგავსი ერთიანობა და სოლიდარობა გამოეჩინა, შესაძლოა, თავიდან ყოფილიყო აცილებული შემდეგი, დღევანდელი ძალიან მძიმე აგრესია. მე მახსოვს ასევე, თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა და თანადგომა 2008 წლის აგრესიის და ომის შემდგომმაგრამ ეს არ იყო მთლიანად ევროპის ერთიანობა, რომელიც იმ დროს, ალბათ, დაგვაკლდა.

დღეს, ამ ომის შედეგად, მსოფლიო და საზოგადოება რეალურად, ორ ბანაკად იყოფა - ვისაც სჯერა, რომ უძლეველი და დაუმარცხებელი არავინაა და სჯერა, რომ უკრაინამ უკვე ერთგავრად გაიმარჯვა. გაიმარჯვა მორალურად, გაიმარჯვა, რადგან რუსეთმა ვერ მიაღწია თავის ომის მიზნებს და გაიმარჯვა, რადგან რეალურად ბოლომდე დაიცავს თავის ტერიტორიას.

ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ როცა დადგება სამშვიდობო მოლაპარაკებების დრო, რაც უკრაინის და მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტი იქნება, რუსეთმა უნდა გაიგოს სად არის მისი საზღვრებიყველას ერთიანი მიზანი უნდა იყოს, რომ რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნდეს თავის ტერიტორიას და შეწყვიტოს სხვა ქვეყნების, მეზობლების ტერიტორიების ოკუპაცია.

ბატონო პრეზიდენტო, დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველომ სირთულეებით სავსე, 32 წელი გამოიარა. ქართველმა ხალხმა მრავალი სიძნელე და გამოწვევა გადალახა თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების არჩევანის დასაცავად. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. საქართველომ და ქართველმა ხალხმა, ამ დღებში, კიდევ ერთხელ და არაერთხელ გასულ წლების მანძილზე, დაამტკიცა ევროპული ფასეულობებისადმი თავისი ურყევი ერთგულება. საქართველოს მოსახლეობის 80%-ის არჩევანი ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციითა გამყარებული. გასული ათწლეულის მანძილზე საქართველომ უდიდესი ძალისხმევა გასწია ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გვქონდა მრავალი წარმატება, თუმცა სირთულეც ბევრი იყო, თუ არის დღესაც. 2022 წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპეტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის გეოგრაფიული კედელი, რომელიც ჩვენსა და ევროპას შორის იყო აღმართული, საბოლოოდ დაინგრა და ეს კითხვა: - ეკუთვნის თუ არა საქართველო  ევროპულ ოჯახს და ევროპულ პერსპექტივასჩვენს წინაშე უკვე აღარ არსებობს. ეს ძალიან დიდი მიღწევა. დღეს კი, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება ჩვენი უალტერნატივო მიზანი, და მე ამას ვამბობ როგორც საქართველოს პრეზიდენტი და როგორც ხმა მთელი ქართველი ერისა. დღეს საქართველოს საზოგადოება კონსოლიდირებულია ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის ირგვლივ.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ, 14 მარტს ევროპარლამენტისადმი მიმართვაში, საქართველოს ევროპულ მომავალს დაუჭირეთ მხარი და ამისთვის მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი მადლიერება, რამეთუ ლიეტუვა დგას იმ ადგილას, სადაც იდგა მთელ ამ პერიოდის განმავლობაში და მხარს გვიჭერს ამ გზაზე.

დიახ, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებ დიდ ევროპულ ოჯახში, ისტორიულ ადგილის დაბრუნებას. საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება, ეს იქნება ევროპის სიძლიერისა და ერთობის კიდევ ერთი დადასტურება.

თითქმის 20 წელია, რაც ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდა. ორი ათწლეულია, რაც მოწმენი ვართ ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში ლიეტუვას განსაკუთრებული წვლილისა, ივლისსში ლიეტუვა ნატოს ვილნიუსის სამიტის მასპინძელია.

საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ვილნიუსის ნატოს სამიტში უმაღლეს დონეზე ჩართულობას. ჩვენგასული 20 წლის განმავლობაში, ღირსეული და საიმედო პარტნიორობის მრავალი მაგალითი ვუჩვენეთ ალიანსს, დროარომ ალიანსი ქმედითი ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში, აქ, ვილნიუსში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროგერსი დაგვანახოს.

ზოგადად, არავინ უნდა დაუშვას საქართველოს და ქართველი ხალხის იმედგაცრუება. არავინ არ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო მისი ახლად და ადვილ სამიზნედ იქცეს.

ბატონო პრეზიდენტო, 2024 წელს საქართველოსა და ლიეტუვის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება. გვაქვს ყველანაირი პირობა იმისა, რომ წარმატებით შევხვდეთ ამ თარიღს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის და მადლობა მოვახსენო ლიეტუველ ხალხს ქართველი ხალისაგან.

ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა

მოხარული ვარ მოგესალმოთ ლიეტუაში.

ლიეტუა და მისი ხალხი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს განწყობას და სიმტკიცეს.

Შეხვედრაზე შესაძლებლობა გვქონდა დეტალურად გაგვეხილა პერსპექტივები, ლიეტუასა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთთანამშრობლობის სფეროებში - Პოლიტიკური დიალოგი ქვეყნებს შორის, მხარდაჭერა ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციისადმი, ინტიტუციონალური და უწყებრივი თანამშრომლობა.

პრეზიდენტო, თქვენ და თქვენს ხალხს გასულ წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას გილოცავთ. გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს თავის მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი.

ევროკავშირის წევრობისაკენ სწრაფვა არ არის მოკლე და მარტივი გზა, ეს ქვეყნის ტრანსფორმაციის გზა, ეს გასაგები და ხელშესახები რეფორმები, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქვეყნის მოქალაქეებიის კეთილდღობისთვის. Ჩვენ გვწას ქვეყნის ევროპული პერსპექტივის და გვჯერა, რომ ეს გახდება მთავრობისთვის მაკონსულირებელი, რომ განახორციელოს რეფორმები.

Ჩვენ შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე და დეზინფორმაციაზე, აუცილებლობაზე რომ გაიზარდოს საზოგადოების მედეგობა, გაძლიერდეს ქვეყნის ინტიტუტების შესაძლებლობები და გაძლიერდეს პრო-ევროპული და პრო-ატლანტიკური მისწრაფებები. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და მედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა, არ არის გზა, რომელიც დემოკრატიასა და მოქალაქეობის მედეგობას აძლიერებ.

Ჩვენ ასევე განვიხილეთ, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელსაც დიდი გავლენა აქვს როგორც ევროპის, ასევე რეგიონუი უსაფრთხოებისათვის. Რუსეთი ისევ აგრძელებს დამღუპველ ომს, რომელიც დესტაბილიზირებას ახდენს, როგორც რეგიონშიასევე მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. ხაზს ვუსვამ, რომ პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინისადმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ლიეტუა არის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერი უკრაინისადმიასევე მნიშვნელოვანია აგრესორისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა.

პრეზიდენტო, მე მინდა დაგარწმუნოთრომ ლიეტუა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს გააღრმავოს ურთიერთობა ნატოსთან. Ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რომ თქვენ თავად აირჩიოთ ალიანსებიგარე ძალებს არ აქვს უფლება ჩაერიონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებშილიეტუა ყოველმხრივ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და მუდმივ მცდელობებს გააძლიეროს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, როგორც დემოკრატიული, სევე აყვავებული სახელმწიფო.

Მადლობა ყურადღებისთვის!

სხვა სიახლეები