საქართველოს პრეზიდენტმა მხატვარი და სცენოგრაფი თეიმურაზ მურვანიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული სახვითი და თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საერთაშორისო ასპარეზზე გამორჩეული წარმატებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის საქართველოს სახალხო მხატვარი და სცენოგრაფი თეიმურაზ (მურაზ) მურვანიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა თეიმურაზ მურვანიძის მრავაწლიან ღვაწლს და წვლილს, რომელიც მან საქართველოსა და მსოფლიო სცენოგრაფიის შექმნაში შეიტანა.

,,მთელ მსოფლიოში არ არსებობს თეატრი, ოპერა, თუ ამ დარგში ცნობილი ადამიანი ვისთანაც თქვენ არ გიმუშავიათ და არ გითანამშრომლიათ. ძალიან რთულირამდენიმე სიტყვით ამ ყველაფრის დახასიათება.

მე მინდა თქვენი სიტყვები გამოვიყენო, როცა თქვენ თქვით რომ საჭირო ცოტა მსახიობიც იყო, ცოტა რეჟისორიც, ცოტა მუსიკოსიც, არქიტექტორიც, მხატვარიც, მოქანდაკეც, ლიტერატურა უნდა იცოდე - ეს ყველაფერი საჭიროა, სხვანაირად სცენოგრაფი ვერ იქნები და მემგონი თქვენ თვითონ თქვენივე სიტყვებით ახსენით რაში მდგომარეობს სცენოგრაფია და რა არის საჭირო. მართლაც, ყველა მიმართულებით მრავალფეროვანი ნიჭი, რომლის გარეშე ვერ იცავ იმ გლობალურ ხელოვნებას, რაც საჭიროსცენოგრაფიაში და ამიტომაც, ალბათ, თქვენ შეძელით, შეხვედით, შეიჭერით და თქვენთან ერთად შეიჭრა საქართველო ყველა ამ დიდ თეატრში, დიდ ოპერში. ვერც ჩამოვთვლი - რომი, ვარშავა, გენუა, პარიზი, გრანდ ოპერა, მონტეკარლო, მარიინკის თეატრი და მრავალი სხვა, რომელიც თქვენ და საზოგადოებას ახსოვს. თქვენი წყალობით შევედით ჩვენც იმიტომ, რომ თქვენ იქ საქართველოს  წარმოადგენდით, როცა ეთანამშრომლებოდით ხან ბეჟას, ხან ეფირელის, როსტოფოვიჩს, სალვადორ დალის, ხან პლაიდო დომინგოს, ხან პიტერ უსტინოვს. იქაც, მათთვის თქვენ იყავით ის ქართველი ხელოვანი, რომელიც მათაც ეამაყებოდათ და თქვენგან იცნობდნენ იმ საქართველოს, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიოს გავაცნოთ, არა მეორეხარისხოვანი საქართველო, არამედ წარმატებული, შემოქმედი საქართველო.

ამიტომ, ვთვლი, რომ ეს ჯილდო თქვენი დიდი დამსახურება, ქვეყნისთვის გაწეული მრავალი წლისათვის. ისიც თქვით, რომ აქაური თეატრებიდან ხშირად გაგაგდეს. არაუშავს, ეს ხდება ამ ქვეყანაში. სამაგიეროდ, როგორც ჩანს, თქვენ გვაპატიეთ, რადგან აქ ხართ.

თქვენ იწვალეთ, რათა თქვენი ნაშრომები აქ დაბრუნებულიყო და ეს არ იყო მარტივი. უცნაური კანონები გვაქვს, რომელიც ამას ზღუდავს, მაგრამ მაინც შეძელით - თქვენივე სახლში გაქვთ არაჩვეულებრივი მუზეუმი, რომელიც ალბათ უფრო მეტად უნდა იყოს პოპულარიზებული და სხვა საშუალებები მიეცეს. იქ თქვენი ძალიან დიდი საუნჯე და ვისაც ამის ნახვის საშუალება ეძლევა, ძალიან ბედნიერი რჩება.

აქ გამოფენილიჭაბუკიანის არაჩვეულებრივი ქანდაკება. ვიცი თქვენი დიდი სურვილია, რომ ერთ დღეს მან თავისი ადგილი ჰპოვოს ოპერაში  და ალბათ სეც მოხდება. იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება იმიტომ, რომ ჭაბუკიანის სახელი და თქვენი სახელიც ამას მოითხოვს.

კიდევ ერთხელ მინდა, საზოგადოების მხრიდან და ამ ქვეყნის სახელით დიდი მადლობა გითხრათ და ყველას მაგივრად ის დიდი პატივისცემა გამოვხატო, რომელიც ამ წლების განმავლობაში თქვენ დაიმსახურეთ.“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

თეიმურაზ მურვანიძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ჯილდოსათვის და აღნიშნა:

,,დღეს მართლა საოცარი დღეა ჩემთვის. 60 წლის წინ მივიღე საქართველოში პირველი მედალი - წლის საუკეთესო მხატვრის წოდებ. მის შემდეგ გავიდა 60 წელი და ხლა მივიღე სანუკვარი და საოცნებო ორდენი, რომელიც ძალიან მახარებს და რომელსაც, ვუწილადებ ვახტანგ ჭაბუკიანს. მას ნამდვილად ეკუთვნოდ ეს ორდენი, მაგრამ აღარ არის, ძალიან ნაწყენი წავიდა ჩვენგან და იმედია გამოვასწორებთ ამ შეცდომას. ადამიანი რომელიც დღემდე არის ნომერი პირველი თავის საქმეში.

ამიტომაა, რომ ოცდახუთი წელია ვმუშაობ, ვფიქრობ როგორ დამედგა ოტელო, ოტელოთი იცნობდნენ ვახტანგ ჭაბუკიანს. მე ქანდაკებაზე ვახტანგ ჭაბუკიანი გამოვსახე. აქ ბალეტის ქალღმერთი ტერფსიქორეა გამოსახული, რომელსაც თავის უსაყვარლესი შვილი ცაში აჰყავს. იმედია ოდესმე ასრულდება ჩემი და ვახტანგ ჭაბუკიან ოცნება. ყველა მოვინდომებთ ამას და გარდავტეხთ ერთ ორგანიზაციას, რომელსაც არ უნდა ამის დადგმა იმიტომ, რომ ქალაქის პატრონები ჰგონიათ თავი. ქალაქის პატრონები ჩვენ ვართ, ამიტომ ეს უნდა განვახორციელოთ.

ქალბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, რომ სამჯერ ვარ გაგდებული ოპერის თეატრიდან. პირველად ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად და ძალიან მეამაყება, მეორედ მიშა ლავროვსკისთან ერთად.

ხლა ბატონმა ჩლაიძემ დაწერა შესანიშნავი მუსიკა “ოპერა ფიროსმანისთვის“ და შემომთავაზა მასზე მუშაობა. დიდი სიამოვნებით შევუდექი საქმეს, ორთვენახევარია ვმუშაობ და ვფიქრობ ხლა კარგად გავაკეთო თუ ცუდად. თუ კარგად გავაკეთებ გამომიშვებენ თეატრიდან, თუ ცუდად დამტოვებენ.

მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვისაც ჩემთან ერთად უხარია ჩემი დღევანდელი დიდი სიხარული. მინდა მადლობა გადავუხადო აქ მყოფ ექიმებ, ისინი რომ არ დღეს თქვენ წინაშე არ ვიდგებოდი.“ - განაცხადა თეიმურაზ მურვანიძემ. 

სხვა სიახლეები