ენციკლოპედიის ,,ანტიკური კავკასია“ მეხუთე ტომის პრეზენტაცია ორბელიანების სასახლეში

ორბელიანების სასახლეში  ენციკლოპედიის ,,ანტიკური კავკასია“  მეხუთე ტომის პრეზენტაცია გაიმართა.

აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის განცხადებით, ენციკლოპედიის მეხუთე ტომი რუკებსა და ილუსტრაციებს ეთმობა. რუკების მნიშვნელოვან ნაწილში ანტიკური წყაროების მონაცემები თანამედროვე კარტოგრაფიულ სისტემაშია ჩასმული და რუკების რამდენიმე ჯგუფია წარმოდგენილი: საკუთრივ კავკასია, კავკასია და ანტიკური სამყარო,  კავკასია მეზობელი რეგიონების კონტექტში. ილუსტრაციების განყოფილება უპირატესად საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ძეგლებსა და არტეფაქტებს მოიცავს. გამონაკლის შემთვევებში ვითვალსიწინებთ ძველი არმენიისა და არკავკასიური ალბანიის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იმ ძეგლებსა და არტეფაქტებს, რომელთა ილუსტრაციებზეც მიგვიწვდება ხელი.

ენციკლოპედიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ: ენციკლოპედიის „ანტიკური კავკასიის“ სამეცნიერო ხელმძღვანელი და მთავარი რედაქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რისმაგ გორდეზიანი, თსუ პროფესორი, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი ლევან გიგინეიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, ენციკლოპედია „ანტიკური კავკასიის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი მაია დანელია, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმო შტიკლერი, - ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი ტასილო შმიტი, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფესორიანიგრეტ  პლონტკე-ლიუნინგი.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ჩვენთვის სპორტი ეგზისტენციალური გახდა: ერთობის ერთ-ერთი სახეობა, ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთობლივი სიხარულის, რაც ძალიან გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ როცა დაგვიბრუნდებით, ესეც დიდი, ერთობლივი სიხარულის მომენტი იქნება

შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს

გიორგი მსხილაძე - პენსიის კანონში ცვლილებები აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, რაც შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს