პრეზიდენტმა პროფესორები ლევან გორდეზიანი და ირინე დარჩია ღირსების მედლით დააჯილდოვა

დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში ენციკლოპედიის ,,ანტიკური კავკასია“ მეხუთე ტომის პრეზენტაციაზე შედგა. თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, ძველი ისტორიის კათედრის გამგე ლევან გორდეზიანი ღირსების მედლით დაჯილდოვდა საქართველოში მიკენოლოგიისა და ურარტოლოგიის სამეცნიერო დარგების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ძველი მსოფლიო ისტორიისა და ლურსმულ წყაროებში საქართველოსა და კავკასიის შესახებ წარმოებული კვლევებისათვის;

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ირინე დარჩია კი დაჯილდოვდა საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ქართული კლასიკური ფილოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრაციისა და საქართველოსა და კავკასიის ძველი კულტურების კვლევის ხელშეწყობისათვის.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ჩვენთვის სპორტი ეგზისტენციალური გახდა: ერთობის ერთ-ერთი სახეობა, ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთობლივი სიხარულის, რაც ძალიან გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ როცა დაგვიბრუნდებით, ესეც დიდი, ერთობლივი სიხარულის მომენტი იქნება

შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს

გიორგი მსხილაძე - პენსიის კანონში ცვლილებები აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, რაც შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს