საქართველოს პრეზიდენტს ჩეხეთის რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პეტრ კუბერნატმა და ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მელინე არაკელიანმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

სხვა სიახლეები