პრეზიდენტი - საქართველოსათვის ევროპას ალტერნატივა არ აქვს

საქართველოს პრეზიდენმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ევროპის საბჭოს მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის საკითხი განიხილა.

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეჩინოვიჩ ბურიჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოწვევისთვის.  ხაზი გაუსვა  მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში, ასევე კონფლიქტების რეგულირების პროცესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ქალთა გაძლიერების და უფლებებიოს დაცვისათვის ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის.

გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის საბჭოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვის მნიშვნელობას. 

მისი თქმით, ევროპის საბჭო ყველა ზომას მიმართავს, რათა მოხდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება რუსეთის მხრიდან.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც დაიწყება სამშვიდობო პროცესი უკრაინაში, რუსეთს ნათლად ეთქვას მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან სად არის მისი საზღვრები და რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის საკითხი გადაწყდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს. რუსეთმა უნდა იგრძნოს საკუთარი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ. 

ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ხაზი გაესვა ვენეციის კომისიიის რეკომენდაციების გათვალისწინებას ევროკავშირის რეკომენდაციების წარმატებით განხორციელების კუთხით. 

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოსათვის ევროპას  ალტერნატივა არ აქვს.  სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა საქართველოს მოსახლეობაში იმედგაცრუებას გამოიწვევს, რომელიც ერთსულოვანად უჭერს მხარს  საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ევროკავშირის მხრიდან ეს ასევე იქნება ძალიან საშიში გზავნილი რუსეთისათვის.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ჩვენთვის სპორტი ეგზისტენციალური გახდა: ერთობის ერთ-ერთი სახეობა, ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთობლივი სიხარულის, რაც ძალიან გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ როცა დაგვიბრუნდებით, ესეც დიდი, ერთობლივი სიხარულის მომენტი იქნება

შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს

გიორგი მსხილაძე - პენსიის კანონში ცვლილებები აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, რაც შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს