საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყლა

დღეს ხელი მოვაწერე ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური და როცა უზენაესმა სასამართლომ განსახილველად საკასაციო სარჩელი არ მიიღო. მე არ ვაპირებ, რომ ამ გადაწყვეტილებაზე რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს ჩემი დისკრეციული უფლებაა, რომელსაც ვიყენებ დღეს. მინდა გაგახსენოთ ის, რაც ბრიუსელში, ევროპარლამენტში ვთქვი, რომ ასეთი გადაწყვეტილება პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ ამას თუ არ იზამთ, ის მოხდება, იმას თუ იზამთ, ეს მოხდება. ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა. 

მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო კიდევ ერთ გარემოებას, (ის სრულიად მიუღებელი აჟიოტაჟი, ზოგიერთების გასაგონად, რომლებიც თვლიან, რომ ყველაფერზე უნდა გააკეთონ კომენტარი, რომ ყველაფერი იციან, რომ არასოდეს შეუძლიათ რაღაცაზე თქვან, რომ არ ვიცი), იმას, რაც ეხებოდა პატრიარქთან ჩემს შეხვედრას. არასოდეს დამესიზმრებოდა, პატრიარქი რამეში (ძალიან ცუდი სიტყვაა) ,,გამომეყენებინა“, ჩემი რომელიმე გადაწყვეტილების ფარად, ან როგორც ზოგიერთებს უყვართ, თავიანთი პიარისთვის. აქვე მინდა პატრიარქს ჩემი უღრმესი პატივისცემა და დიდი სიყვარული დავუდასტურო.  უთუოდ მივალ პატრიარქის სანახავად, როდესაც მარხვის პერიოდი დასრულდება და ეს არავის საქმე არაა და არანაირად არაა დაკავშირებული ამ საკითხთან. მე კონსტიტუციაც კარგად ვიცი და კონკორდატიც. 

მომავალ კვირას, ახალი ფორმატით, მექნება ვრცელი პრესკონფერენცია, სადაც ყველა იქნებით მოწვეულნი და ყველა საკითხის განხილვას შევძლებთ, თუნდაც ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილებების.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა არ დაბრუნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც იქნება ცენზურა, სადაც შეზღუდული იქნება ჩვენი არჩევანი, სადაც შეზღუდული იქნება გამოხატვის თავისუფლება და სადაც შეზღუდული იქნება ის უფლებები, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას ქმნის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი: მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ხელი შეუწყოს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება

პრეზიდენტი - ამ გარდამტეხ არჩევნებში საქართველოს მოსახლეობა არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის, არჩევანს გააკეთებს მშვიდობიანი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავლის სასარგებლოდ