საქართველოს პრეზიდენტმა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელთან ქვეყნებს შორის ინტენსიური კავშირების მნიშვნელობა განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სამომავლო სტრატეგიის საკითხებში ჯანგ სუნგ მინის შეხვდა.

ორბელიენების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ომს უკრაინაში, ვილნიუსის ნატოს სამიტსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინტენსიური კავშირების მნიშვნელობაზე და კორეის რესპუბლიკის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა გააღრმავოს საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ეკოლოგიის, ინოვაციების, მაღალი ტექნოლოგიების და კულტურის მიმრთულებით.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ჩვენთვის სპორტი ეგზისტენციალური გახდა: ერთობის ერთ-ერთი სახეობა, ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთობლივი სიხარულის, რაც ძალიან გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ როცა დაგვიბრუნდებით, ესეც დიდი, ერთობლივი სიხარულის მომენტი იქნება

შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს

გიორგი მსხილაძე - პენსიის კანონში ცვლილებები აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, რაც შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს