საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვა საზოგადოებრივ მაუწყებელს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს

მოგეხსენებათ, 2023 წლის 9 მაისს ათონელის ქუჩაზე გაიმართა ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც გაიხსნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ქართველი ხალხისადმი მიმართვით და ევროპის დღის მილოცვით. 

საზეიმო კონცერტის დაწყებამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სთხოვა საზოგადოებრივ მაუწყებელს ღონისძიების დასაწყისის (რამდენიმე წუთი) პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია. თხოვნის მიუხედავად, ღონისძიების შესახებ რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებლზე არა პირდაპირ ეთერში (21:00 საათზე), არამედ საინფორმაციო პროგრამა ,,მოამბის“ ერთ-ერთ ბოლო სიუჟეტში 21:27 საათზე, მათ შორის ,,რეგულაციები პარაპლანით ფრენაზე“ სიუჟეტის შემდეგ გაკეთდა.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას  წარმოადგენს  საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია. 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არაჯეროვნად შეასრულა ეს ვალდებულება, რადგან არ მიანიჭა სათანადო მნიშვნელობა ევროკავშირიდან საქართველოს და ქართველი ხალხისადმი მხარდამჭერ უმაღლესი დონის განცხადებას, რაც განსაკუთრებული დატვირთვის მქონეა დღეს, როცა საქართველო  ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელის.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას

კონსტანტინე ნაცვლიშვილი - პრეზიდენტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ სვიმონ დადიანის ნამუშევრები საჩუქრად გადმოსცემოდა საქართველოს და მიმღები მხარე ხელოვნების მუზეუმი ყოფილიყო, რადგან მათი მხრიდან არ იყო ნდობა ქართული კულტურული ინსტიტუციების მიმართ