საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში დავით თევზაძემ და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 78 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს და ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს.