სუხიშვილები, ჯაზ-კვარტეტი, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე და ახალგაზრდა მუსიკოსები - პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება

9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, 21:00 საათზე ორბელიანების სასახლის წინ, ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისრტაციის მხარდაჭერით კონცერტი ,,ევროპისათვის“ გაიმართება. 

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ნაციონალური ბალეტი - ,,სუხიშვილები“, ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტი და მუსიკოსები: გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, სალიო, ნიკალა ზუბიაშვილი, დათა მუნჯიშვილი.

ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ირინე შენგელიას განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა უკვე 30 წელს ითვლის და ის თავისუფლებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. 

,,დღეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი ძალიან აქტუალურ ფაზაშია და შესაბამისად, წელს ამ თარიღს ამ აქცენტით აღვნიშნავთ. ღონისძიება ყველასათვისაა, მაგრამ ძირითადი სამიზნე მაინც ახალგაზრდები არიან, რომლებისთვისაც ევროპული ღირებულებები ძალიან ახლობელი და გასაგებია. 

კონცერტში გაიხსნება სუხიშვილების ტრადიციულად, ძალიან საინტერესო, 40 წუთიანი პროგრამით. გვექნება ასევე, ცნობილი ქართველების ჩართვები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან.

გარდა ამისა, იქნება ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტი, ვოკალი ანა ჟორდანია. კონცერტს ახალგაზრდებისთვის ძალიან საყვარელი მუსიკოსები დაასრულებენ - გიორგი გიგაშვილი (გიგაშა), ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, სალიო. ასე რომ, გელით ყველას, სიცივე ნუ შეგაშინებთ, წვიმა მით უმეტეს, რადგან ამისთვის მზად ვართ. გელით, ერთად შევხვდეთ ევროპის დღეს!“- აღნიშნა ირინე შენგელიამ. 

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ჩვენთვის სპორტი ეგზისტენციალური გახდა: ერთობის ერთ-ერთი სახეობა, ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთობლივი სიხარულის, რაც ძალიან გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ როცა დაგვიბრუნდებით, ესეც დიდი, ერთობლივი სიხარულის მომენტი იქნება

შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს

გიორგი მსხილაძე - პენსიის კანონში ცვლილებები აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, რაც შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს