პრეზიდენტის მრჩევლებმა ორბელიანების სასახლეში ქართველ და პოლონელ ახალგაზრდებს უმასპინძლეს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებმა დღეს ორბელიანების სასახლეში ,,ერასმუსის“ პროგრამის მონაწილე ქართველ და პოლონელ ახალგაზრდებს უმასპინძლეს.

ახალგაზრდები მონაწილეობენ პროექტში ,,პოლონურ-ქართული კულტურათაშორისი დიალოგი - საქართველოს ევროპული ღირებულებები“, რომლის მიზანიც კულტურათაშორისი დიალოგით ერთმანეთთან დაახლოების ხელშეწყობა და ახალგარზრდების ინტეგრაციაა. 

ორბელიანების სასახლის დათვალიერების შემდეგ დისკუსია გაიმართა: თვითმმართველობისა და მოსახლეობის ჩართულობის, თანამედროვეობის გამოწვევებისა და ეთიკური განზომილების, ენერგეტიკისა და სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო კორიდორისა და სპორტის საკითხებზე.

დისკუსიას უძღვებოდნენ: საქართველოს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი იაგო წიკლაური, სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი დავით თევზაძე, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ლიანა ჯერვალიძე და ადმინისტრაციის უფროსის კონსულტანტი გენდერის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეებში ელენე გახარია.

პრეზიდენტის მრჩევლებმა მადლობა გადაუხადეს პოლონურ-ქართული თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელს, სოფიო რეზრიჩენკოს შეხვედრის ინიცირებისა და ორგანიზებისათვის და ახალგაზრდებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

სხვა სიახლეები