პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირზელენსკის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
 

ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დაგეგმილი არ ყოფილა. მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმებოდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კიევში, თუმცა უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო, უკრაინის მხარის თხოვნით, ვიზიტი 2020 წლისათვის გადაიდო.

სხვა სიახლეები