სიმონ პეტრიდისი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სიმონ პეტრიდისმა მონაწილეობა მიიღო აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით რუსთავში ორგანიზაციის “პარტნიორობა თანასწორობისთვის” მიერ გამართულ ღონისძიებაში.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე, ხელი შეუწყოს ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას. ამ დღესან დაკავშირებით ტრადიციულად სხვადასხვა აქტივობებით საინფორმაციო კამპანიას საქართველოც უერთდება. შეხვედრის მთავარი თემა იყო "ტრანსფორმაცია: ნეიროინკლუზიური სამყაროსკენ ყველასათვის", რაც პირველ რიგში, სტერეოტიპებისგან თავისუფალი, მრავალფეროვანი საზოგადოების ინკლუზიური განვითარების პროცესს გულისხმობს. პრეზიდენტის მრჩეველის განცხაებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატურული ოქმის რატიფიკაციით, რაც მისი აზრით სულ მალე მიგვიყვანს ხელშესახებ შედეგებამდე. „მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო მშობელთა ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისადმი, რადგან მაშინ როცა სახელმწიფოს არ ჰქონდა არც გამოცდილება და არც რესურსი, თქვენი ძალისხმევით დღეს ჩვენ ვუყურებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალ თაობას, რომელსაც დროა, რომ ჩვენც დავუდგეთ გვერდით.

მე როგორც პრეზიდენტის მრჩეველი, შშმ პირთა საკითხებში ჩვენი კომპეტენციების ფარგლებში, მუდამ მზად ვარ თქვენთან თანამშრომლობისთვის, და ვეცდები გამოვიყენო ჩემს ხელთ არსებული რესურსები ჩვენი საერთო წარმატებისთვის.“- განაცხადა სიმონ პეტრიდისმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე საპატიო სტუმრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან.

როგორც რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელმა ნანა შატბერაშვილმა აღნიშნა, საკრებულომ მშობელთა ორგანიზაციების 6 რეკომენდაციიდან სამი გაითვალისწინა. რუსთავში ეტაპობრივად დაინერგება ისეთი სერვისები, რომელიც ჯერ სხვა მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლეა აღნიშნული პროგრამის განხორციელება 18 წელს ზემოთ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის, პრეზენტაციის ბოლოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ ორგანიზაცია ,,პარტნიორობა თანასწორობისთვის" პარტნიორები.

გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის მიმართ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წელს გამოაცხადა.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ევროპის დღე თავისუფლების ტირანიაზე, დემოკრატიის ტოტალიტარიზმზე, მშვიდობის ომისგამჩაღებლებზე, თავისუფალი აზრის ძალისმიერ იდეოლოგიაზე გამარჯვების, სათნოების მანკიერებაზე და კეთილის ბოროტზე გამარჯვების გამარჯვების დღეა