პრეზიდენტი - კატეგორიულად ვგმობ ყველანაირ შევიწროვებას, სიტყვიერსა თუ ფიზიკურ თავდასხმებს, ვგმობ, როგორც ქალი და ვგმობ, როგორც პრეზიდენტი

შემაშფოთებელია, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო, ამის სხვადასხავა ფორმით გამართლებისა. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ჩემთვის გაუგებარია ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა როგორც ადამიანურად, ასევე, მორალურად, მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში, ფემიციდის ტრაგიკული შედეგითაც სრულდება.

კატეგორიულად ვგმობ ყოველივე შევიწროვებას, სიტყვიერსა თუ ფიზიკურ თავდასხმებს, ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და ვგმობ როგორც პრეზიდენტი.

ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ჩვენს ტრადიციებთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. და რამაც შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს, რომლის ისტორიასაც იცნობდნენ და კიდეც იცნობენ როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას, ქვეყანას, სადაც ქალებს არც პატივისცემას აკლებდნენ და არც ზრდილობას. ჩვენი ისტორიისა და რეპუტაციის შელახვას თან ახლავს ასევე, პოლიტიკური ზიანი.

იმ დროს, როცა ხელისუფლება თავს იწონებს სწორედ 12 რეკომენდაციიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ქალთა უფლებებს და გენდერს ეხება, გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ, მეორეთი ქაღალდზე დატანილს, მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლზე ამით განმეორებით ძალადობს. ეს ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ!

 

სხვა სიახლეები

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, როცა საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ პრეზიდენტმა ვეტო მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს

პრეზიდენტი - ევროპის დღე თავისუფლების ტირანიაზე, დემოკრატიის ტოტალიტარიზმზე, მშვიდობის ომისგამჩაღებლებზე, თავისუფალი აზრის ძალისმიერ იდეოლოგიაზე გამარჯვების, სათნოების მანკიერებაზე და კეთილის ბოროტზე გამარჯვების გამარჯვების დღეა