პრეზიდენტის მიმართვა ხალხს

მოგესალმებით და პირველ რიგში, მინდა, მთელ საზოგადოებას მივულოცო ეს პირველი ასეთი გამარჯვება. მივესალმები ხელისულფების მიღებულ სწორ გადაწყევტილებას, რომ გამოეწვია ეს კანონი. ეს მისგან არის გადაწყვეტილება, რომ გაითვალისწინოს ხალხის რეალური ძალა, ის ერთიანობა, რაც გამოჩნდა თბილისის ქუჩებში, თუ ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, არ შეიძლება, რომ მთავრობამ და პარლამეტმა არ გაითვალისწინოს ხალხის ხმა და ხალხის ნება. ეს ხალხის ნება არაჩვეულებრივად გამოჩნდა, გამოჩნდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. ყველა ჩვენმა პარტნიორმა დაინახა საქართველოს ევროპული გზის მიმართ ეს არაჩვეულებრივი განწყობა და ნამდვილად ხალხის ნება.

ეს იყო ამავდროულად, პირველი ნიშანი დეპოლარიზაციისა, რამეთუ ამ ერთი მიზნის ირგვლივ ყველა იყო გაერთიანებული და საზოგადოების ეს გაერთიანება ძალიან კარგად გამოჩნდა, ეს გაერთიანება არ არის ერთი დღით. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს გაერთინება გამოიხატება ნებისმეირ ეტაპზე, ჩვენი ევროპისკენ მიმავალ გზაზე. მე უკვე გითხარით, რომ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვარ!

ნუ გეშინიათ! ამ გზაზე ხელისუფლების მიმართ არის და გასაგებია რატომაც, უნდობლობა. ნუ გეშინიათ რას იზამენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ, ნებისმიერ კანონს (და ეს მე სულ ადრე მქონდა ნათქვამი), რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, ნებისმიერ კანონს დავადებ ვეტოს და ეს ვეტო უკვე აღარაა ცარიელი ვეტო, რადგანაც ამ ვეტოს უკან დგახართ თქვენ, და მე ვარ თქვენი იმედით, თქვენ თუ ხართ ჩემი იმედით, მე ნამდვილად მაქვს თქვენი იმედი! მეამაყება საქართველოს ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა. მეამაყება ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოვიდა, თავისი ნება და თავისი ევროპულობა გამოხატა. ეს არაა პირველად საქართველოს ისტორიაში და ეს არის ის, რითაც მოვდივართ და რატომაც ვართ აქ, სადაც ვართ და მივაღწიეთ ამდენს. მე აქ ვარ ამერიკაში და მექნება კიდევ მნიშვნელოვანი შეხვედრები და არა მხოლოდ აქ, რადგან დღეს საჭიროა გავამაგროთ ჩვენი პოზიციები და ამ პოზიციების გამაგრებაში თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია - ეს უნდა გავაჟღერო და მივიტანო ყველგან, ყველა ჩვენს პარტნიორთან, რომ გავაგებინოთ მათ, რომ ახლა მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ უნდა იყოს, რადგან საქართველომ დაანახა სად დგას და რა უნდა და ამაში არავის არ შეიძლება ეჭვი შეეპაროს. კიდევ ერთხელ, მეამაყებით! თქვენ გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია, ამით რეკომენდაციების პირველი ნაწილი შესრულებულია. ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიცაზიის შემოტანა ამ დაწყანრებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს!

მე ვარ და ვიქნები თქვენ გვერდით!

სხვა სიახლეები