ინტერვიუ CNN International-თან

ინტერვიუ CNN International-თან

 

ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც პირობა დადო, რომ ამ სადაო კანონპროექტს ვეტოს დაადებს. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო. ის კადრები, რაც ჩვენმა მაყურებელმა ნახა და მეორე ღამეა უყურებს, რეალურად  ამ კანონპროექტის მიმართ არსებულ  უკმაყოფილებასა და ბრაზს აჩვენებს, რაც პოტენციურად შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჩვენ ვხედავ უფრო ანტიდემოკრატიულ და ავტორიტარულ საქართველოს. ქვეყანას, რომელსაც ევროპული მისწრაფებები აქვს, რატომ უნდა უნდოდეს ეს გზა?

ძალიან ნათელია, რომ ქვეყანასა და საზოგადოებას ამ გზის არჩევა არ სურს. საქართველოს უახლეს ისტორიაში, არჩევნის შესახებ კითხვა არსებობდა და საქართელოს მოსახლების პასუხი, რომელი ხშირად ქუჩებში ისმოდა, არის - ჩვენ გვინდა ევროპა, ევროპა წარმოადგენს ჩვენს მომავალსა და ფასეულობებს. სწორედ ესაა რაც ისევ ხდება.

 ნათელია, რომ კანონპროექტი, რომელიც წარადგინეს და რომელზეც მე განვაცხადე, რომ ვეტოს დავადებ,  ევროკავშირის ყველა პრინციპის წინააღმდეგ მიდის და ეს ხდება იმ დროს, როდესაც ჩვე კანდიდატი სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ველოდებით, რომელიც უკრაინასა და მოლდოვას უკვე მიენიჭა.

 ამიტომ, საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ მისი მომავლის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვიმყოფებით. მათ იციან, რომ ახლა მათი შვილების მომავალი წყება იმით, ასაც მომავალ კვირებში და თვეებში გავაკეთებთ, და ისინი ძალიან ნათლად ამბობენ, რომ მათ ევროპაში ყოფნა სურთ.

სწორედ ეს გვესმის თბილისის ქუჩებიდან. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ ამბობ, რომ ამ კანონს ვეტოს დაადებთ, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლება პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის და როგორც მე მესმის, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ 76 კანონმდებელი ამას მხარს უჭერს. თუმცა, ქართველი ხალხის უმრავლესობა, როგორც თქვენ ეს ნათლად აღწერეთ, ამბობს, რომ ქვეყნის მომავალი ევროკავშირშია. როგორ ხსნით დემოკრატიულად არჩეულ საკანონმდებლო ორგანოსა და ხალხის სურვილს შორის არსებულ ამ დისონანს.

ხალხმა ისინი, როგორც მე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროგრამით აგვირჩია. ეს ჩვენ კონსტიტუციაშიც წერია, რომლის გარანტორიც მე ვარ.  აღმასრულებელი ძალის გარეშეც კი, ჩემი პოზიცია უზრუნველყო ის, ის შესრუელბასაც ჩვენელექტორატს დავპირდით.

თუ პარლამენტი, მმართველი პარტია, საზოგადოების წინაშე თავს ანგარიშვალდებულად არ თვლის, ეს მათი პრობლემაა. მე არამხოლოდ ანგარიშვალდებულად ვთვლი თავს, არამედ ერთადერთი მიზეზი, რატომაც პრეზიდენტად ვიყარე კენჭი და რატომაც მინდა, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვიყო არის ის, რომ დავეხმარო ამ ქვეყანას ევროკავშირთან დაახლოებასა და  გაწევრიანებაში.

ეს ნამდვილად ისტორიული არჩევანია, რომელმაც შესაძლოა, თავი აღარც იჩინოს. რბილად ომ ვთქვათ, ჩვენ ძალიან კომპლექსურ გეოპოლიტიკურ პოცივიაში ვიმყოფებით, მაგრამ ჩვენ მოგვანიჭეს ევროპული პერსპექტივა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი. ევროპული პერსპექტივა ნიშნავს, რომ ის წინააღმდეგობები, რაც ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო არსებობდა, ნამდვილად ვართ თუ არა ევროპა, გვერდით იქნა გადადებული. ამიტომ, ჩვენ დიდი შანსი გვაქვს, რომ ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებთან ერთად, გავწევრიანდეთ ევროკავშირში. ეს იქნება ადგილი, სადაც საქართველო საბოლოოდ შეძლებს დასვენებას, მრავალი საუკუნის განმავლობაში, სხვადასხვა იმპერიების მიერ მისი ტერიტორიების გათელვისა და პერიდული ოკუპაციების შემდეგ.

ჩვენ ვხედავთ პროტესტის უკვე მეორე ღამეს - არეულობა, პოლიცია, წყლის ჭავლი. ეჭვგარეშეა, რომ ამ კადრების ნახვა ძალიან შემაშფოთებელია. ქალბატონო პრეზიდენტო, მინდა თქვენი აზრი გკითხოთ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე. მათ ეს კანონმდებლობა კრემლისგან შთაგონებულად შეაფასეს, თუმცა თქვენს განცხადებაში ამ კანონს მახედ მოიხსენიებთ და ამბობთ, რომ ის მოსკოვის დირექტივაა. თქვენ რუსეთის ჩარევაზე საუბრობთ? კრემლი დგას ამის უკან?

მე ვთქვი, რომ სხვა ახსნა არ არსებობს, რადგან როგორც ავღნიშნე, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ევროკავშირის მიერ ჩვენი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ბოლო ეტაპზე ვართ. და არ არსებობს ამ კანონის არანაირი საჭიროება. ის არსაიდან გაჩნდა. ის არავის მოუთხოვია. არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის დამატებითი აღრიცხვის საჭიროება. ამ კანონის წარდგენა, ამ ხალხის და მათ შორის, ჩემი უცხოელ აგენტად შერაცხვა ძალიან ჰგავს რუსულ პოლიტიკას.

ეს ძალიან ჰგავს რუსულ პოლიტიკას, როცა ხალხის ნების თავისუფალი გამოხატვა ნაპასუხებია პროტესტის ჩახშობის  მცდელობით. ეს ხალხი მოდის პარლამენტის წინ, მოდის მშვიდობიანად და მოდის ერთი მოთხოვნით, რომ გაიწვიონ ეს კანონი, რომლის შესახებაც ვენეციის კომისიაც, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში იტყვის, რომ მას [კანონს] საფუძველი არ გააჩნია. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ მათ ბოლო შანსი აქვთ რეალურად დახურონ ჩვენს მოსახლეობასთან არსებული ის ბზარი, რომელიც ბოლო პერიოდი უფრო და უფრო ფართოვდება. მათ ბოლო შანსი აქვთ აჩვენონ, რომ არადეკლარირებული პრო-რუსული ძალა არ არიან. მათ ბოლო შანსი აქვთ აჩვენონ, რომ ისინი პრო-ევროპულობაზე არამხოლოდ საუბრობენ, არამედ ეს მიმართულებაა საითაც ნამდვილად მიემართებიან.

ამიტომ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ძალის გამოყენებისაგან, სწორედ ეს არის აქედან ჩემი მოწოდება. მე ვიცი და მხარს ვუჭერ, გუშინ მქონდა მიმართვა მოსახლეობისადმი და სრულიად ვუჭერ მხარს იმას რაც ახლა ხდება, იმიტომ, რომ ვფიქრობ ეს დემოკრატიულ ქვეყანაა და საქართველოს მისი გულით, ფასეულობებით, ქმედებებით, მისი საზოგადოებით, დემოკრატიული ქვეყანაა. ჩვენ ბევრად უფრო დემოკრატიული საზოგადოება გვაყვს და საბედნიეროდ ბევრად უფრო დემოკრატიული ვიდრე მთავრობები გვყოლია. ამ საზოგადოებას აქვს უფლება, რომ გამოხატოს თავისი ნება, აქვს უფლება თქვას, რომ უნდა ევროპა  და მე ამას მხარს დავუჭერ მთელი ჩემი შესაძლებლობებით და ერთ-ერთია უცხოელ ლიდერებთან საუბრები, საუბარი უცხოური მედიასთან და სწორედ ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა დღეს მეძლევა. 

ქალბატონო პრეზიდენტო ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი აქ ყოფნა იმ კადრების გათვალისწინებით რასაც თბილისში ამ მომენტში ვხედავთ, ახალგაზრდები, მოსახლეობა საქართველოს მასშტაბით, რომლებიც ნამდვილად გამოხატავენ თავის აზრს. იმ დროს როდესაც მე და თქვენ აქ ვსაუბრობთ, ჩვენ ვხედავთ, რომ წყლით გალუმპულები არიან და ვფიქრობ ძალიან მნშვნელოვანია [თქვენი აქ ყოფნა], რადგან საქართველო პირველი ქვეყანა იყო სადაც პრეზიდენტი პუტინი 2008 წელს შეიჭრა და მე წავიკითხე, რომ ამ კონფლიქტში თქვენ თქვენი ტერიტორიების მეხუთედი მოსკოვმა წაგართვათ. ქალბატონო პრეზიდენტო, შიშობთ, რომ პუტინი საქართველოს როგორც შემდეგ სამიზნეს უყურებს?

ჩვენ შემდეგი სამიზნე არ ვართ. ჩვენ მრავალჯერ ვიყავით სამიზნე, არამხოლოდ უახლოეს პერიოდში, არამედ 1921 წელს, პირველი დამოუკიდებლობიდან. საბჭოთა რუსეთის მიერ მოხდა ჩვენი სრული ანექსია და შემდეგ ისევ 1992-1993 წლებში, მეორე დამოუკიდებლობის პერიდში, ისევ 2008 წელს და მრავალი რეპრესია მთლიანად ამ საბჭოთა მმართველობის პერიოდში.

ასე, რომ საქართველო შემდეგი არაა, ის რეალურად, უწყვეტად, რუსული აგრესიისა და რუსეთის იმპერიალიზმის მსხვერპლია. ეს შეიძლება იყოს, საქართველოში ფეხის მოკიდების, კიდევ ერთი, არაპირდაპირი გზა. საქართველო უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვართ შავი ზღვა, ჩვენ ვართ შემდეგი ევროკავშირის გაფართოებაში, ადგილი სადაც ტრანსკავკასია ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში და ევროპაში სამომავლო ბალანსისათვის.

ამიტომ, ნათელია, რომ რუსეთი არ აპირებს ადვილად დათმოს, მაგრამ, რუსეთი აგებს ომს უკრაინაში, რუსეთი კარგავს ყველანაირ მიმზიდველობას, რომელიც შეიძლებოდა ვინმეს ჰქონოდა. რუსეთის ყველა მეზობელმა იცის, რომ რუსეთი ცდილობდა ან ეცდება სხვა ქვეყნების ტერიტორიების მიტაცებას და ეს უნდა შეწყდეს.

რეალურად უკრაინაში მიმდინარე ომისა და მისი დასასრულის ფუნდამენტალური საკითხი იქნება რუსეთის, როგორც საოკუპაციო ძალის შეჩერება, რომელსაც ის ბოლო საუკუნე ნახევარი წარმოადგენს. ეს არის ჩვენი მომავალი. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ თუ მას სურს განიხილული იყოს, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ნორმალურ პარტნიორი მან საბოლოოდ უნდა გაიგოს, რომ მას როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანას საზღვრები აქვს და არ აქვს სხვაგან შეჭრის უფლება.

ქალბატონო პრეზიდენტო ძალიან ვაფასებთ, რომ გამონახეთ დღეს ჩვენთან საუბრის დრო! ძალიან დიდი მადლობა

დიდი მადლობა!

 

სხვა სიახლეები