საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის ომის ერთწლიანი შედეგების შეფასების შესახებ გამართულ საერთაშორისო დისკუსიაში, რომელიც დღეს GFSIS-ის, უკრაინის საელჩოს პარტნიორობით და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
დისკუსია დაეთმო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთწლიანი შედეგების შეფასებას, მის რეგიონულ და გლობალურ შედეგებს და ომის დასრულების პერსპექტივებს პრეზიდენტის ზელენსკის მშვიდობის ფორმულის მიხედვით.