ორბელიანების სასახლეში მიხეილ (მიხაკო) წერეთლისა და ქართული ასირიოლოგიის საიუბილეო საღამო გაიმართა

ორბელიანების სასახლეში, მიხეილ (მიხაკო) წერეთლისა და ქართული ასირიოლოგიის საიუბილეო საღამო გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები, ასირიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები და დოქტორანტები ესწრებოდნენ.   

ღონისძიების ფარგლებში, მიხაკო წერეთლის წიგნის - "ურარტოლოგიური ძიებანი” პრეზენტაცია შედგა. ამასთანავე, ქართულ ენაზე შუმერული ლოცვა და ურარტულ ენაზე გილგამეშის ეპოსის ნაწყვეტები წაიკითხეს, რითიც საქართველოში, ფართე საზოგადოებისთვის, პირველად გაჟღერდა შუმერული ენა. ორბელიანების სასახლეში მოეწყო მიხაკო წერეთლის ნაშრომებისა და საარქივო ფოტოების გამოფენა.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა. მან ხაზი გაუსვა, ორბელიანების სასახლეში, ასირიოლოგიასთან დაკავშირებული ღონისძიების მნიშვნელობას. ეს მიმართულება, ჩვენი კულტურისა და წარსულის მნიშვნელოვანი ნაწილია და გამორჩეულ პიროვნებას მიხაკო წერეთელს უკავშირდება, რომელიც არა მხოლოდ ასირიოლოგიის, არამედ ქართული პოლიტიკისთვისაც მნიშვნელოვანი ადამიანი იყო.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი. მან აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების დღიდან, ასირიოლოგია ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და შესაბამისად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ დარგის განვითარება. ნუნუ მიცკევიჩმა, ხაზი გაუსვა ამ სფეროში ახალაგაზრდების მხარდაჭერის აუცილებლობას და იმედი გამოთქვა, რომ ახალაგაზრდა თაობა ამ დარგის განვითარებით დაინტერესებული იქნება, მით უფრო რომ ამ სკოლას, სათავეში ეროვნული გმირი მიხაკო წერეთელი ედგა.

 

 

 

 

 

 

 

 

სხვა სიახლეები