საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.

პრეზიდენტის ადმისნისტრაციის უფროსის ნათია სულავას განცხადებით, გრიგოლ ფერაძის ღვაწლი განსაკუთრებულია პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობებში, ეკლესიისა და ქართული კულტურის წინაშე, ასევე, ეროვნული საგანძურის შენახვისა და გადარჩენის საქმეში.

,,ძალიან მნიშვნელოვანია მეხსიერება და არა მხოლოდ გრიგოლ ფერაძის, არამედ მილიონობით ადამიანის ამ თავგანწირვის გახსენება, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ უდიდეს ტრაგედიას ემსხვერპლა. გრიგოლ ფერაძე იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ეს წყვდიადი საკუთარი საქციელითა და მოწამეობრივი თავგანწირვით გაანათა“,  - განაცხადა ნათია სულავამ.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ჩვენთვის სპორტი ეგზისტენციალური გახდა: ერთობის ერთ-ერთი სახეობა, ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთობლივი სიხარულის, რაც ძალიან გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ როცა დაგვიბრუნდებით, ესეც დიდი, ერთობლივი სიხარულის მომენტი იქნება

შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს

გიორგი მსხილაძე - პენსიის კანონში ცვლილებები აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, რაც შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს