საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ,,ევროპალია“ პროგრამის კურატორებს უმასპინძლა, რომლებიც 2023 წელს ფესტივალს ამზადებენ და რომელიც ბელგიის მეფისა და საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართება.
ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პროგრამის კურატორების ჯგუფმა პრეზიდენტს ფესტივალის პროგრამის მონახაზი გაუზიარეს და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. 2023 წლის ,,ევროპალია“ საქართველოს მიეძღვნება.
ფესტივალი ,,ევროპალია“ ხელოვნების ყველა მიმართულებას მოიცავს და მიზნად ისახავს ქვეყნის კულტურის მაქსიმალურ წარმოჩენას.