საქართველოს პრეზიდენტი ,,ოქსფორდის კავშირში" ,,ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის" სერიის ფარგლებში, ლექციას წაიკითხავს

საქართველოს პრეზიდენტი დღეს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ოქსფორდში,  ,,ოქსფორდის კავშირში" ,,ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის"  ყოველწლიური სერიის ფარგლებში, ლექციას წაიკითხავს.

,,ოქსფორდის კავშირში"  საქართველოს პრეზიდენტს დახვდება და უმასპინძლებს კავშირის პრეზიდენტი აჰმედ ნავაზი. 

ოქსფორდის კავშირის  ,,ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექცია”  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დააფუძნა და ციკლის ფარგლებში ლექციები წაკითხული აქვს თავად მას და დევიდ კამერონს. საქართველოს პრეზიდენტი პირველი არაბრიტანელია, რომელიც ლექციას წაიკითხავს. ამასთან, კავშირის ერთ-ერთი პრეზიდენტი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონიც იყო.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ჩვენთვის სპორტი ეგზისტენციალური გახდა: ერთობის ერთ-ერთი სახეობა, ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთობლივი სიხარულის, რაც ძალიან გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ როცა დაგვიბრუნდებით, ესეც დიდი, ერთობლივი სიხარულის მომენტი იქნება

შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს

გიორგი მსხილაძე - პენსიის კანონში ცვლილებები აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, რაც შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს