
დიპლომატის დღესთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტაციის გამოფენა ,,ქართული დიპლომატიის მეხსიერება“ გაიმართა, რომლეიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.
გამოფენას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ელჩები, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში ხელნაწერი დოკუმენტი, საქართველოს შესახებ ვატიკანის არქივიდან სხვადასხვა დოკუმენტები და ბიბლიოგრაფიული ხასიათის შენიშვნები, რომის პაპების მიმოწერა საქართველოს, სპარსეთის და ევროპის ქვეყნების მეფეებთან, ივანე ნანუაშვილის არქივი: მიმოწერა პრეზიდენტებთან და იმ პერიოდისათვის სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფ ამერიკელ პოლიტიკოსებთან: რონალდ რეიგანთან, ჰარი ტრუმანთან, რიჩარდ ნიქსონთან, ჯონ კენედისთან, კონგრესმენებთან და სენატორებთან.
სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს საქართველოს თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანესი დიპლომატიური დოკუმენტაცია, როგირიცაა საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტია, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, საქართველოს ტერიტორიაზე არესბული რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ 2005 წლის შეთანხმება, გაეროში საქართველოს წევრად მიღების რეზოლუცია.