საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნატალია გავრილიცას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს,  ნატალია გავრილიცას შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და მოლდოვას  წინაშე არსებულ გამოწვევებს, უკრაინის ომს და მის გავლენას ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მოლდოვას პრემიერმა აღნიშნეს, რომ დღეს უმთავრესია უკრაინის მიმართ სოლიდარობა და მათი მხარდაჭერა.

,,საქართველო უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით დგას, ასეთ დროს ევროპელი პარტნიორების დახმარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება, რომელიც დღის წესრიგში იდგა, დღეს ერთი ორად მნიშვნელოვანია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრემიერმა პრეზიდენტს მოლდოვაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საქართველოს პრეზიდენტმა ნატალია გავრილიცა თბილისში ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც 2023 წელს იგეგმება.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ჩვენთვის სპორტი ეგზისტენციალური გახდა: ერთობის ერთ-ერთი სახეობა, ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთობლივი სიხარულის, რაც ძალიან გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ როცა დაგვიბრუნდებით, ესეც დიდი, ერთობლივი სიხარულის მომენტი იქნება

შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს

გიორგი მსხილაძე - პენსიის კანონში ცვლილებები აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, რაც შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს