საქართველოს პრეზიდენტი თბილისიდან კიშინეუში Air Moldova-ს პირველი რეისით იმგზავრებს

საქართველოს პრეზიდენტი თბილისიდან კიშინეუში პირველი რეისით იმგზავრებს, რომელსაც მოლდოვას სახელმწიფო ავიაკომპანია AIR Moldova შეასრულებს.

პრეზიდენტი მოლდოვაში სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება, სადაც შეხვედრებს გამართავს მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან მაია სანდუსთან და უმალღესი თანამდებობის პირებთან.

მოლდოვასა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2022 წლის მაისიდან დაიწყო და შესაბამისი გადაწყვეტილებით, ,,ეარ მოლდოვა“ ფრენებს კიშინეუ-თბილისი-კიშინეუს მიმართულებით 2022 წლის 31 ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ, ხოლო, 2022 წლის ნოემბრიდან - კვირაში ოთხჯერ შეასრულებს. 

სხვა სიახლეები