პრეზიდენტი ბუქარესტში წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი ბუქარესტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს ეწვია.

პრეზიდენტს ტაძარში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ვარლაამ პლოიეშტიანუმ უმასპინძლა, ტაძრის ისტორიის შესახებ იმ მნიშვნელოვანი მომენტების შესახებ ესაუბრა, რომელიც ანთიმოზ ივერიელის სახელსა და კულტურის, განათლებისა და ხელოვნების სფეროებში მის მოღვაწეობას ეხება.

აღინიშნა, რომ საქართველო-რუმინეთის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის, რაც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ ტრადიციებს ეფუძნება და ორი ქვეყნის მეგობრობის განმტკიცებაში ანთიმოზ ივერიელის როლი უმნიშვნელოვანესია.

სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, სპეციალურად მოწყობილ ,,ქართულ ოთახში“ საქართველოს პრეზიდენტმა მონასტერს საჩუქრად წმინდა ნინოს ხელნაწერი ხატი გადასცა.

სხვა სიახლეები