პრეზიდენტი - საჭიროა სახელმწიფომ სვანეთის მოხატული და საგანძურიანი ტაძრებისათვის ექსკლუზიური მართვის გეგმა და პრინციპები შეიმუშაოს

სვანეთის მოხატულ და საგანძურიან ტაძრებში არსებული მდგომარეობა მათთვის სახელმწიფოს მხრიდან ექსკლუზიური მართვის გეგმისა და პრინციპების შემუშავებას მოითხოვს.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სვანეთში ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესიის, მაცხვარიშის მაცხოვრის ტაძრის, სვიფის წმ. გიორგის ტაძრის, ქურაშის ჯგრაგის (წმინდა გიორგის) ტაძრის, კალას წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სახელობის (ლაგურკა) ეკლესიისა და უშგულის ლამარიას (ღვთისმშობლის სახელობის) ტაძრის დათვალიერების შემდეგ განაცხადა. 

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სვანეთის მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობიდან მოხატული და საგანძურიანი ტაძრების მნიშვნელობას, რომლებსაც თავისი მაღალმხატვრული ფრესკებითა და იქ დაცული კულტურული ფასეულობებით არა მხოლოდ ეროვნული, არამედ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა გააჩნიათ. 

სვანეთში პრეზიდენტი ქართველი და უცხოელი მეცნიერების ჯგუფსაც შეხვდა, რომლებმაც ევროპული კულტურისთვის სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობასა და ამ მემკვიდრეობის მეცნიერული კვლევისა და პოპულარიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

სხვა სიახლეები