საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პრეზიდენტმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა გონგაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა ჯილდო საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორს, მამუკა გონგაძეს საქართველოს სახელმწიფო ჰერალდიკის განვითარებაში შეტანილი უდიდესი პირადი წვლილისა და უმაღლესი პროფესიონალიზმისათვის, ქვეყნისა და საქმის ერთგული, ხანგრძლივი სამსახურისათვის პირადად გადასცა.

,,სახელმწიფო სიმბოლოების შექმნის პროცესში თქვენ ძალიან დიდი დამსახურება გაქვთ. ჩვენი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყნის ჰერალდიკა საჭირო იყო დაფუძნებულიყო სწორედ მის წარსულზე და ამ საქმეში თქვენ ძალიან ბევრი გააკეთეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მამუკა გონგაძემ პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსათვის მადლობა გადაუხადა.

,,ჰერალდიკა ეს არის ენა, რომლითაც სახელმწიფო გარე სამყაროსა და თავის მოქალაქეებს ესაუბრება და გადმოსცემს იმ ღირებულებებს, რაზედაც დგას.

ეს ჯილდო იმ საქმიანობის ერთგვარი აღიარებაა, რომელსაც მე მარტო არ ვეწეოდი. ჩემთან ერთად იყვნენ ენთუზიასტები, ამ საქმის პროფესიონალები. ეს ჩემთვის პირადად დიდი პატივია“, - განაცხადა მამუკა გონგაძემ

 

სხვა სიახლეები

,,ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი - კანდიდატის დამოუკიდებლობა, კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით"