ინტერვიუ La Repubblica-სთან

ინტერვიუ La Republica-სთან

70 წლის სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალია, რომელიც 2018 წლის შემდეგ თავის ქვეყანაში უმაღლეს თანამდებობას იკავებს. ქართველი პოლიტიკური დევნილების ქალიშვილი, დაიბადა საფრანგეთში და მსახურობდა ტრანსალპურ დიპლომატიაში. 2004 წელს, მისი წარმოშობის ქვეყნის ეროვნების მიღების შემდეგ, იგი დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად და გახდა 2005 წლის შეთანხმების მთავარი მომლაპარაკებელი რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ.

„დემოკრატიული მომავალი ევროპაა. ამიტომ არის ჩვენი ადგილი კავშირში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობიერებთ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომ ვითხოვეთ პროცესის დაჩქარება: ჩვენ უნდა დავაჩქაროთ შიდა რეფორმები და მალე დავძლიოთ ყველა დაბრკოლება. მეორე მხრივ, ჩვენი დაახლოება ევროპასთან, რომელსაც ჩვენ კულტურულად ვეკუთვნით საუკუნეების მანძილზე, იგივევაირად მიმდინარეობს, როგორც ხდება ხდება უკრაინაში. ნუ დავბრუნდებით უკან: უსაფრთხოების საკითხი მთელ რეგიონს ეხება“.

სასტუმრო რინოცეროსის ტერასაზე, რომელიც გადაჰყურებს ველაბროს რაიონს, სადაც ლეგენდის თანახმად რომი დაიბადა, საქართველოს პრეზიდენტი 70 წლის სალომე ზურაბიშვილი, ძალიან ცისფერი თვალებით, თხილისფერი კაბით და ქურთუკზე მიკრული თავისი ქვეყნის ფერებით, ცდილობს ბოლომდე მიიყვანოს მოლაპარაკებები და დისკუსიები იტალიაში მისი ოფიციალური ვიზიტის დროს. ქართველი პოლიტიკური დევნილების ქალიშვილი, დაიბადა საფრანგეთში და მსახურობდა ტრანსალპურ დიპლომატიაში. 2004 წელს, მისი წარმოშობის ქვეყნის ეროვნების მიღების შემდეგ, იგი დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად და გახდა 2005 წლის შეთანხმების მთავარი მომლაპარაკებელი რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ. 2018 წელს იგი აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად - ის არის პირველი ქალი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა.

მოლდოვასთან ერთად თქვენ ოფიციალურად მოამზადეთ განაცხადი ევროკავშირში შესვლის შესახებ უკრაინის შემდეგ. დააჩქარებს თუ არა საგანგებო შემთხვევა პროცედურას?

„ჩვენ ეს გვსურს. თქვენმა პრემიერმა მარიო დრაგიმ ნათლად განაცხადა, რომ მხარს უჭერს ჩვენს ინტეგრაციას. ეს იმედს მაძლევს, რომ აქედან ნდობით აღსავსე გავემგზავრო. ევროპის პასუხი რუსეთის აგრესიაზე აუცილებლად უნდა იყოს უფრო მეტი კონსოლიდაცია:  პასუხი უნდა იყოს მშვიდობიანი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიას ჩვენნაირი ქვეყნებისთვის“.

შიშობთ,  რომ საქართველო ისევ პუტინის რუსეთის სამიზნე გახდება?

„მე ვისაუბრებდი უფრო გაცნობიერებაზე, ვიდრე შიშზე. ჩვენ პრაქტიკულად იგივე სიტუაციაში ვართ, როგორიც არის უკრაინაში: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ანუ ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დიდი ხანია რუსეთის კონტროლის ქვეშაა. ამიტომ ცხადია, რომ კიევის წინააღმდეგ ომი ჩვენზე ახალ ზეწოლას ქმნის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მოსკოვი დაბრუნდება და დაინტერესდება ჩვენით. იმიტომ, რომ თუ გაიმარჯვებენ, მეტი მოუნდებათ. და თუ დამარცხდებიან, შესაძლოა შეეცადონ სახის შენარჩუნებას ისეთი ადვილი ნადავლით, როგორიც საქართველოა. პატარა ქვეყანა დიდი სამხედრო რესურსების გარეშე. ისინი კატათაგვობნას თამაშობენ, ცდიან ჩვენს ნერვებს, ტერიტორიების ოკუპაციის გარეშე: როგორც რეფერენდუმის პროექტი მოსკოვთან „გაერთიანების“ შესახებ, რომელიც ივლისში ოსეთში უნდა გამართულიყო. ახლა გადადეს. მაგრამ რამდენი ხნით?"

წელს 14 მარტს თქვენ პარლამენტში ძალიან მკაცრი სიტყვით გამოხვედით და დაადანაშაულეთ უმრავლესობა და ოპოზიცია მოსკოვთან ზედმეტად დაქვემდებარებულ დამოკიდებულებაში. ფაქტობრივად, თქვენ არ დახურეთ საჰაერო სივრცე. არც სანქციებში არ მიიღეთ მონაწილეობა...

„ჩემი მხრიდან იყო არა მხოლოდ კრიტიკა, არამედ მოწოდება უფრო დიდი ეროვნული ერთიანობისკენ - ევროინტეგრაციისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ საკმარისი ომები გვქონდა და სხვა აღარ გვინდა. ძალიან გაუწონასწორებელი სიტუაცია იქნებოდა. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მიზანმიმართული, რომ გავყვეთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას.“

თუმცა უკრაინის შემთხვევა დიდ გამოხმაურებას იწვევს თქვენს ქვეყანაში. თქვენ გაუღეთ კარი ლტოლვილებს, მაგრამ აგრეთვე რუს დისიდენტებსაც.

„მართალია: სულ მცირე 35000 რუსი შემოვიდა. მათ შეუძლიათ უვიზოდ დარჩენა მინიმუმ ერთი წელი. მათ ასევე გახსნეს ჩვენი ქვეყნიდან სატელევიზიო მაუწყებლობა. საინტერესოა, რომ უკრაინელების რაოდენობაც იგივეა. მათთვის ჩვენ შევიმუშავეთ სწავლის გაიოლების გზა. მაგრამ ეს ჩვენი კულტურის ნაწილია: ჩვენ ყოველთვის ვუღებთ კარს უმცირესობებს. ჩვენ გვყავს სომხები, აზერბაიჯანელები, ქურთები. სხვა ქვეყნებში მიღების პოლიტიკა მთავრდება დაძაბულობის წარმოქმნით, მაგრამ ჩვენში მიღების მხრივ დიდი მრავალფეროვნებაა.

უკრაინაში ასევე არის მოხალისეთა რაზმები, რომლებიც არიან ქართველი მებრძოლები.

„მათ ჩემი მხარდაჭერა აქვთ. ჩვენ არ ვმონაწილეობთ კონფლიქტში. მაგრამ პატივს ვცემთ ქართველებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინელების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. თბილისის აეროპორტში მე პირადად დავესწარი ომში დაღუპული ჩვენი პირველი მოხალისის ცხედრის ჩამოსვენებას. ის ერის სიამაყეა”.

თქვენ გესაზღვრებათ ის შავი ზღვა, რომელიც ახლა ფაქტიურად დანაღმულია. არის კრიზისული სიტუაცია, რომელიც გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოში, და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თქვენს სავაჭრო ბრუნვაზე.

„სამწუხაროდ, დღეს ნახევარი მსოფლიოს ეკონომიკა უკრაინის კრიზისის მსხვერპლია. თუმცა, ჩვენ გამძლეები ვართ: ალბათ იმიტომ, რომ ნაკლებად გვეშინია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით  უფრომცირე კეთილდღეობის დაკარგვისა.  რა თქმა უნდა, შავ ზღვას დიდი მნიშვნელობ აქვს მთელი ევროპისთვის: ეს არის სივრცე კომერციისთვის, ენერგეტიკისთვის და თუნდაც კავშირგაბმულობისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს მნიშვნელოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი პროექტები. ეს არის საერთო პრიორიტეტი. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ის მტრობისა და დაპირისპირების ზღვად იქცეს. ეს უნდა იყოს თანამშრომლობისა და სტაბილურობის ზღვა“.

17 ივნისს თბილისში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია კონფლიქტურ სიტუაციებში ქალთა როლის შესახებ. უფრო მეტია გასაკეთებელი მოლაპარაკების მაგიდებთან?

 

„დიახ: როდესაც ისინი მოქმედებენ მათთვის დამახასიათებელი მგროძნობიარობით. ისე, რომ კაცებივით არ მოიქცნენ მოიქცნენ, როგორც, სამწუხაროდ, ხდება ხოლმე, მათ იციან, როგორ წამართონ უკეთ მოლაპარაკებები. ხშირად ვეკითხები ჩემს თავს: როგორი იქნებოდა პუტინი, აგრეთვე ზელენსკი, ქალები რომ ყოფილიყვნენ?

სხვა სიახლეები