პრეზიდენტმა ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან ქვეყნის საგარეო მიმართულებების პრიორიტეტები განიხილა

ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებების პრიორიტეტები დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას განიხილა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცესი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად გადმოცემული კითხვარი. საკითხი შეეხო ასევე, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კოორდინაციას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა მის ბოლოდროინდელ ვიზიტებთან დაკავშირებით. 

შეხვედრისას ისაუბრეს მაისში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქალი ლიდერები პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებიდან.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, როცა საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ პრეზიდენტმა ვეტო მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს

პრეზიდენტი - ევროპის დღე თავისუფლების ტირანიაზე, დემოკრატიის ტოტალიტარიზმზე, მშვიდობის ომისგამჩაღებლებზე, თავისუფალი აზრის ძალისმიერ იდეოლოგიაზე გამარჯვების, სათნოების მანკიერებაზე და კეთილის ბოროტზე გამარჯვების გამარჯვების დღეა