შეხვედრები ბრიუსელში - ჩვენ აქ ვართ! ევროკავშირისათვის მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ევროპული გზა და გავატაროთ ყველა აუცილებელი რეფორმა!

,,ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რომ დღეს საშუალება მომეცა შევხვედროდი ურსულა ფონ დერ ლაიდენს და შარლ მიშელს. ორივესთან მქონდა ძალიან მეგობრული საუბარი და მინდოდა მომესმინა: მიუხედავად იმისა, რომ  დღეს ყველას ყურადღების ცენტრშია უკრაინა, უკრაინაში განვითარებული ძალიან მძიმე მოვლენები და სოლიდარობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული. ჩვენ აქ ვართ და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს საქართველოს გზა ევროპისკენ, რომ ჩვენ ყველა ის ზომა და რეფორმა გავატაროთ, რაც აუცილებელია.  

დღეს ახალი მოვლენები და ახალი გარემო ჩვენი და სხვა ასოცირებული ქვეყნების მომავალს ახალ პერსპექტივას მისცემს, მაგრამ ამისთვის ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველო და ევროკავშირი პარტნიორები არიან, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ.                

,,ჩვენ ძალიან რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ევროკავშირს ძალიან ნათელი, ძლიერი და ერთიანი პოზიცია აქვს და სჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრებისთვის.

თქვენ იცით საქართველოში ჩემი პირადი ჩართულობის შესახებ, როცა ძალისხმევა არ დავიშურე მხარე დამეჭირა იმ დადებითი მცდელობისთვის, რომელიც მიმართული იყო სტაბილურობის, ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმებისაკენ.

ჩვენ, ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან ერთად, ძალიან მკაფიო ვართ-ჩვენ გვინდა ჩვენი ნათელი კონკრეტული მხარდაჭერის დემონსტრირება ყველა მცდელობის შესანარჩუნებლად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ყველა კავშირის გასაძლიერებლად.

ჩვენ განვსაზღვრეთ რა არის ის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რომლებზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ და რომლის ერგულნიც ვიქნებით, რადგან ამ ძალიან რთულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ერთად დგომა, ძალიან ნათელი მხარდაჭერის მესიჯის გამოხატვა საერთაშორისო სამართლის მიმართ. საერთაშორისო  პრინციპები, მულტილატერალიზმი, გაეროს ქარტიის პატივისცემა -  ეს მნიშვნელოვანი პრონციპებია.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ კონრეტული პროგრესი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ძალიან ხილული და ძლიერი კავშირები ხელმისაწვდომი იყოს ქართველი ხალხისთვის“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

 

 

სხვა სიახლეები