​სალომე ზურაბიშვილმა ფედერიკა მოგერინისთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილისა და ფედერიკა მოგერინის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იყო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ფედერიკა მოგერინიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო კვლავ რჩება ევროკავშირის დღის წესრიგში და ის მოხარულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ბრიუსელშია.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს 21 იანვარს ეწვია და უკვე გამართა შეხვედრები: ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან,  ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან,  ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროპარლამენტარებთან, რომელთა შორის იყვნენ: ანა გომეში, კლერ მუდი, საჯად კარიმი, ეიდი ჰაუტალა, მაიკლ გალერი.

სხვა სიახლეები