
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, დღევანდელ დღეს ქართველი ხალხი იზიარებს ებრაელი ხალხის იმ ტკივილსა და ტრაგედიას, რომელიც მათ წლების წინ გადაიტანეს.
"საქართველოს მხრიდან ამ დიდი ტკივილის გაზიარება ძალიან ბუნებრივია, რამეთუ ჩვენს ქვეყანაში ანტისემიტიზმის არც ერთი მაგალითი არ ყოფილა. პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვიდექით ებრაელი ხალხს გვერდით და დღესაც იქ ვდგავართ, სადაც უნდა ვიდგეთ", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.