საქართველოს პრეზიდენტი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ივიცა დაჩიჩს შეხვდა.
 
შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ეუთო-ს თანამშრომლობაზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა ასევე რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობა. შეხვედრისას მხარეებმა უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი  ვითარებაც განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება იმ ე.წ. „ხელშეკრულებებთან“ დაკავშირებით, რომელიც მოსკოვმა სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან გააფორმა.
 
მხარეებმა საქართველოსა და სერბეთის ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრეს.

სხვა სიახლეები