საქართველოს პრეზიდენტი კახს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, კახის მუნიციპალიტეტს ეწვია.

 სალომე ზურაბიშვილი, სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ კახინგილოს საშუალო სკოლას ესტუმრა და კახის წმინდა გიორგი ეკლესია მოინახულა.

საქართველოს პრეზიდენტს კახინგილოს ქართულ სკოლაში ქალაქ კახის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა მუსა შეკილიევმა და სკოლის დირექტორმა ნათელა ოთარაშვილმა უმასპინძლეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პირველ ვიცეპრეზიდენტს მეჰრიბან ალიევას ალიბეგლოს სკოლის შესაკეთებლად თანხის გამოყოფისათვის.

სალომე ზურაბიშვილი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაესაუბრა, რომლებიც სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, თანამედროვე სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით მასწავლებლების გადამზადებას მიიჩნევენ საჭიროდ. კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში, რომელიც დარბაზული ტიპპის XVIII საუკუნის მოქმედი, მარათლმადიდებლური ეკლესიაა, საქართველოს პრეზიდენტი მრევლს, წარმოშობით ქართველ აზერბაიჯანის მოქალაქეებს გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა.  

ადგილობრივები საქართველოს პრეზიდენტისაგან აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შუამდგომლობას ითხოვენ ძველი, ისტორიული  ეკლესიების შეკეთებისა და ამოქმედებისათვის.

სხვა სიახლეები