​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კახში ქართული წარმოშობის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი კახში, ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეებთან შეხვედრით დაასრულა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვდერისას ოფიციალური ვიზიტის შესახებ ისაუბრა და ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის გულითადი მოკითხვა გადასცა.

 სალომე ზურაბიშვილმა ვიზიტის შეხვედრები მიმოიხილა და იმედი გამოთქვა,  რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან გულთბილი დახვედრა, საქართველო - აზერბაიჯანის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები კახის ადგილოვრივ მოსახლეობაზეც აისახება.

,,ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი რეგიონში და ამდენად ძალიან მიშვნელოვანი იყო ასეთი მიღება, რომელიც მაძლევს ძალიან დიდ იმედს, რომ ჩვენი ურთიერთობების განვითარების გზები, ორივე ქვეყნისათვის მომგებიანი, ეკონომიკური და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები თქვენზეც აისახება და საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობაზეც", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ორივე  ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ატარებენ ქვეყნის იდენტობას, ენასა და კულტურას, რაც ძალიან ბევრის მთქმელია.

,, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც რეალურად, ფიზიკურად აკავშირებენ ორივე ქვეყანას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევით და კეთილგანწყობებით  მივაღწევთ შედეგებს ეკლესიის,  თეატრის აღდგენისა და კულტურული ცენტრის საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


 

სხვა სიახლეები