შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სუმა ჩაკრაბარტს შეხვდა
 
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს და EBRD-ის 27 წლიანი ურთიერთობის და პარტნიორობის საკითხებზე, მნიშვნელოვან ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების  ფარგლებში, ქართული კომპანიების განვითარების ხელშეწყობის საკითხებს, რათა მათ ევროკავშრის ბაზარზე გასვლა შეძლონ.
მხარეებმა ასევე განიხილეს პროფესიული განათლების განვითარების პრინციპები, მათ შორის დამსაქმებელსა და პროფესიული განათლების მესვეურებს შორის მოლოდინების გათანაბრების საკითხები.
 
შეხვედრისას აღინიშნა, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთი პროექტები, რომლებიც საქრთველოს ინფრასტრუქტურას ავითარებენ და ხელს უწყობენ რეგიონული კავშირებისა და ქვეყანის ეკონომიკური პოტენციალის გაფართოებას.
საუბარი ასევე შეეხო, ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.

სხვა სიახლეები