​საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

სალომე ზურაბიშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან, პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისთან  და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისთან.        

ვიზიტის მიზანი საქართველო - ლიეტუვას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გაძლიერება და ამ მიმართულებით საქართველოს პარტნიორთა მობილიზებაა.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ლიეტუვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დეპუტატი ბექა ოდიშარია, პრეზიდენტის ადმინსიტრაციის უფროსის მოადგილე ქეთევან მახარაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში ვიზიტს 8 მარტს დაასრულებს.

სხვა სიახლეები